დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/205 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300280020.22.024.016803 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლისა და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრის და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან. |
|
შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესი
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრის (შემდგომში – მონაცემთა რეესტრი) და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) შექმნის, მასში მონაცემების ასახვისა და წარმოების საკითხებს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობები. მუხლი 3. მონაცემთა რეესტრი 1. მონაცემთა რეესტრი წარმოადგენს მართვის ელექტრონულ სისტემას, რომელიც შედგება შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა (შემდგომში – სერტიფიკატები) და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების (შემდგომში – ინსპექტირების ანგარიშები) ანგარიშებისგან. 2. მონაცემთა რეესტრს ადმინისტრირებას უწევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. მონაცემთა რეესტრში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატები და მათ მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები; ბ) გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები და მათ მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები. 4. მონაცემთა რეესტრის წარმოება და მასში მონაცემების ასახვა ხდება ელექტრონული ფორმით ამ წესის შესაბამისად. მუხლი 4. მონაცემთა რეესტრში სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების ასახვისა და წარმოების წესი 1. დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი ვალდებულნი არიან სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარუდგინონ შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატ(ებ)ი ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშ(ებ)ი და ამ სერტიფიკატ(ებ)ის ან/და ანგარიშ(ებ)ის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები. 2. დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ი სამინისტროს წარუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სერტიფიკატებსა ან/და ინსპექტირების ანგარიშებს მათი მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 3. სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მონაცემთა რეესტრში ასახავს მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შექმნას კომისია მონაცემთა რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტ(ებ)ის შესახებ მონაცემთა ბაზის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმების მიზნით. 5. დამოუკიდებელი ექსპერტებისთვის მონაცემთა რეესტრი ხელმისაწვდომია მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების ფარგლებში. 6. მონაცემთა რეესტრში წარმოდგენილი სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია დამოუკიდებელი ექსპერტი. მუხლი 5. დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ასახვისა და მისი წარმოების წესი 1. მონაცემთა ბაზა წარმოადგენს ელექტრონულ სისტემას, რომელშიც აისახება მონაცემები დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ. 2. მონაცემთა ბაზას ადმინისტრირებას უწევს სამინისტრო. 3. სამინისტრო დამოუკიდებელი ექსპერტის შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში ასახავს სერტიფიკატის ან აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წერილის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 4. მონაცემთა ბაზაში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) დამოუკიდებელი ექსპერტის, ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი და გვარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – იურიდიული პირის საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ბ) სერტიფიკატის/აკრედიტაციის საიდენტიფიკაციო ნომერი, სერტიფიკატის გაცემის თარიღი და მისი მოქმედების ვადა; გ) დამოუკიდებელი ექსპერტის სპეციალიზაცია; დ) სერტიფიკატის/აკრედიტაციის გამცემი ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელექტრონული ფოსტის მისამართი). 5. დამოუკიდებელ ექსპერტთა შესახებ მონაცემთა ბაზა განთავსდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.moesd.gov.ge) და მასში ასახული მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება საჯაროდ. მუხლი 6. მონაცემთა ბაზაში ასახულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანა 1. მონაცემთა ბაზაში ასახულ ინფორმაციაში ცვლილებების შეტანის საფუძველია: ა) სერტიფიკატის/აკრედიტაციის გაუქმება; ბ) სერტიფიკატის/აკრედიტაციის ვადის გასვლა; გ) აკრედიტაციის შეჩერება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების ასახვას მონაცემთა ბაზაში ახორციელებს სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი შესაბამისი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები