“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტმენტ “სამტრესტის” დებულების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2-94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 14/06/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 63, 22/06/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 20/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.525
  • Word
2-94
14/06/2004
სსმ, 63, 22/06/2004
340.170.000.11.113.006.525
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტმენტ “სამტრესტის” დებულების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.11.113.006.525

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-94

2004 წლის 14 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ სამტრესტის” დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 11 თებერვლის №2-30 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე №13, მუხლი 126, 18.02.2003წ.):

ა) მე-4 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

10. გენერალურ დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გენერალური დირექტორი”.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. „სამტრესტის” სტრუქტურა

1. სამტრესტის” სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა. მევენახეობის რეგულირების სამმართველო;

ბ. მეღვინეობის რეგულირებისა და ლიცენზირების სამმართველო;

გ. სერტიფიცირების სამმართველო;

დ. მარკეტინგის, საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა და ინფორმატიკის სამმართველო;

ე. საფინანსო-ეკონომიკური, იურიდიული და საორგანიზაციო უზრუნველყოფის სამმართველო;

ვ. სამტრესტის” ლაბორატორია;

ზ. სამტრესტის” აპარატი.”

2. დაევალოს სამინისტროს აპარატს უზრუნველყოს ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაცია და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ბატონ გიორგი ტყეშელაშვილს.

4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შერვაშიძე