„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 53/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 27/06/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 430050000.22.022.018308
53/ნ
27/06/2023
ვებგვერდი, 27/06/2023
430050000.22.022.018308
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №53/ნ

2023 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის №04/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13/01/2017; სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.017259) დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის:

ა) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსწავლეს  ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა სკოლას მობილობის მოთხოვნით, ასეთ შემთხვევაში მას უფლება აქვს აღიდგინოს მოსწავლის სტატუსი ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 და მე-6 პუნქტებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შედგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 4პუნქტი:

„41. სკოლა, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდება ავტორიზაცია, ვალდებულია იმ მოსწავლის პირადი საქმე, რომლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი 10 სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა სკოლას მობილობის თხოვნით, გადასცეს იმ საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის სკოლა, რომელსაც უარი ეთქვა ავტორიზაციაზე ან გაუუქმდა ავტორიზაცია, ხოლო მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული პირადი საქმე შემდგომ გადაეცემა იმ სკოლას, სადაც მოსწავლე განაგრძობს სწავლას და აღუდგება სტატუსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელინოდარ პაპუკაშვილი