აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/198
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/198
19/05/2023
ვებგვერდი, 24/05/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/198

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისსაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 23 მარტის N01/600 და N01/601 განცხადებები – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-139) უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ში, 800 მ-იანი მონაკვეთის წყლის აცილების პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტის დაფინანსება ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ბი-ემ-სი“-ს (ს/ნ: №405137230) შორის 2022 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. №159-22 ხელშეკრულების ფარგლებში (NAT220022011). პროექტით გათვალისწინებულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-139) უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ში არსებული გზის რეაბილიტაცია, საფეხმავლო ბილიკების და სანიაღვრე არხების მოწყობა, ასევე წყალგამტარი მილების აღდგენა და ახლის მოწყობა. გზის კეთილმოწყობისთვის პროექტით გათვალისწინებულია მიერთებების მოწყობა, ასევე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ტროტუარების მოწყობა. სარეაბილიტაციო მონაკვეთი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უფლისციხის კომპლექსის მისასვლელთან. იგი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-139) უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის კმ 5+960-ზე და მთავრდება ამავე გზის კმ 6+670-ზე უფლისციხის კომპლექსის შესასვლელთან. საქართველოს გეომორფოლოგიური დარაიონების სქემატური რუკის მიხედვით პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული ტერიტორია მიეკუთვნება აჭარა-თრიალეთის ეროზიულ-ნაოჭა ქედების ზოლს. იგი წარმოადგენს მდინარე მტკვრის განიერ ხეობას, რომლის მარჯვენა ნაპირი არის ციცაბო, ხოლო მარცხენა მცირედ დაქანებული ფერდობი. რაიონის ჰიდროგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს მდინარე მტკვარი თავისი შენაკადებით. იგი ძირითადად იკვებება თოვლის ნადნობითა და წვიმის წყლებით და ახასიათებს წყალდიდობის ორი პერიოდი, გაზაფხულზე მარტი-ივლისის თვეში და შემოდგომაზე ოქტომბერ-ნოემბრის თვეში. ხევებიდან ჩამონადენი ნალექი ილექება გზაზე, რადგან გზას არ გააჩნია წყლის მოსაცილებელი რაიმე ნაგებობა. ამასთანავე, კმ6+493-ზე არსებული ერთადერთი მილი, გაბიდნული და დაზიანებულია, რის გამოც ვერ ატარებს მოსულ ნალექს. გარდა ამისა პრობლემას წარმოადგენს გზის გრძივი პროფილი, რომელიც საჭიროებს რიგ შემთხვევებში გასწორებას (გასწორხაზოვნებას). საპროექტო მონაკვეთში, კმ6+493-ზე არსებული რკინაბეტონის მილი დაზიანებულია, მის ნაცვლად ეწყობა ახალი რკინაბეტონის სწორკუთხა მილი კვეთით 1.0X1.5 მ, ხოლო კმ6+326-ზე და კმ6+605-ზე, ხევების გასწვრივ პროექტით გათვალისწინებულია ახალი მონოლითური რკინაბეტონის მილის მოწყობა კვეთით 1.0X1.5 მ. მიწის ვაკისი და ასფალტბეტონის საფარი შენარჩუნებულია დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა ზემოხსენებული პრობლემის შესაბამისად გასასწორებელია გრძივი და განივი პროფილები. საჭიროა წყალამრიდი ნაგებობების აღდგენა-მოწყობა და ტროტუარების მოწყობა. ზემოაღნიშნული პრობლემები მნიშვნელოვნად ზღუდავს ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას, ამასთანავე აფერხებს რეგიონში ტურიზმის განვითარებას. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ გიორგი ორთანეზაშვილის (პ/ნ: №59001117098) საკუთრებაში არსებულ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში მდებარე, 1003 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.283) ნაწილზე – 195 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე და შენობა-ნაგებობაზე; ქრისტინა პოღოზაშვილის (პ/ნ: №59701129278), ზურაბ პოღოზაშვილის (პ/ნ:№59001099882) და რომან პოღოზაშვილის (პ/ნ: №59001079772) თანასაკუთრებაში არსებულ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ უფლისციხეში მდებარე, 692 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.272) ნაწილზე – 181 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე და ნაგებობაზე (ღობე). 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-139) უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ში, 800 მ-იანი მონაკვეთის წყლის აცილების პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში მდებარე, 1003 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.283) მესაკუთრეა გიორგი ორთანეზაშვილი (პ/ნ: №59001117098).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გიორგი ორთანეზაშვილის საკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში მდებარე, 1003 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.283) ნაწილი – 195 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები, შენობა-ნაგებობება.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ უფლისციხეში მდებარე, 692 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.272) მესაკუთრეები არიან: ქრისტინა პოღოზაშვილი (პ/ნ: №59701129278), ზურაბ პოღოზაშვილი (პ/ნ: №59001099882) და რომან პოღოზაშვილი (პ/ნ: №59001079772).

დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ქრისტინა პოღოზაშვილის, ზურაბ პოღოზაშვილის და რომან პოღოზაშვილის თანასაკუთრებაში არსებული, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ უფლისციხეში მდებარე 692 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.272) ნაწილი – 181 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები და ნაგებობა (ღობე).

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 17 მაისის ოქმის საფუძველზე, :

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-139) უფლისციხის კომპლექსთან მისასვლელი საავტომობილო გზის მე-7 კმ-ში, 800 მ-იანი მონაკვეთის წყლის აცილების პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ:

1.1. გიორგი ორთანეზაშვილის (პ/ნ: №59001117098) საკუთრებაში არსებულ, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში მდებარე, 1003 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.283) ნაწილზე – 195 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, შენობა-ნაგებობაზე;

1.2. ქრისტინა პოღოზაშვილის (პ/ნ: №59701129278), ზურაბ პოღოზაშვილის (პ/ნ: №59001099882) და რომან პოღოზაშვილის (პ/ნ: №59001079772) თანასაკუთრებაში არსებულ, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ უფლისციხეში მდებარე, 692 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №66.57.01.272) ნაწილზე – 181 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, მასზე არსებულ მრავალწლიან ნარგავებზე, ნაგებობაზე (ღობე).

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
 

მინისტრი                                                                                                              ლევან დავითაშვილი