აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/197
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2023
სარეგისტრაციო კოდი
1-1/197
19/05/2023
ვებგვერდი, 24/05/2023
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/197

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

 აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2023 წლის 22 მარტის №01/578 განცხადება - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ165-კმ177 (საპროექტო მონაკვეთი პკ220+000-პკ350+000) მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტს (შემდგომში – პროექტი). პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით. პროექტი ხორციელდება დეპარტამენტსა და შპს „ლიდერი +“-ს (ს/ნ: №400121319) შორის 2022 წლის 07 სექტემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-22 ხელშეკრულების საფუძველზე. გეომორფოლოგიური თვალსაზრისით საპროექტო ტერიტორია შედის ცენტრალური კავკასიონის, ზემო სვანეთის ქვაბულში. ტერიტორია წარმოადგენს ტექნიკურ-ეროზიულ ქვაბულს, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის მთავარი ქედი, დასავლეთიდან კოდორის ქედი, ხოლო სამხრეთიდან სვანეთისა და ოდიშის ქედები. ყველა მხრიდან მაღალი ქედებით შემოზღუდულ ზემო სვანეთის ქვაბულს აქვს ერთადერთი გასასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეს - სოფელ ხაიშთან, მდინარე ენგურის ხეობის გასწვრივ. პროექტი გადის ზემო სვანეთის რთულ რელიეფურ პირობებში. გზაზე ხშირია მიწის ვაკისის შევიწროებული და ჩაწყვეტილი უბნები. გზიდან წყლის აცილების სისტემა არ ფუნქციონირებს. წყალი და ჩამონაშალი სავალ ნაწილზე ჩამოდის და ხშირია ჩახრამული უბნები. კიუვეტები შევსებულია და არ ფუნქციონირებს. გზის საფარი ხრეშოვანია და ხშირია ჯდენები და ორმოები. საპროექტო გზაზე ხშირია მოძრაობისათვის საშიში უბნები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს გზაზე მხედველობის არისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მილების უმრავლესობა გაჭედილია და არ ფუნქციონირებს. მცირე დიამეტრის მილები ვერ უზრუნველყოფენ ხარჯის გატარებას. მილებს არ გააჩნია სათავისები, დაზიანებულია სექციები და სხვ. საპროექტო მონაკვეთი იწყება, სოფელ იფარის ბოლოდან პკ220+00-ზე და მთავრდება სოფელ კალას ტერიტორიაზე პკ350+00-ზე და მთლიანი სიგრძე შეადგენს 13 კმ-ს. მიწის ვაკისის სიგანე 8-10 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე 6 მეტრია შესაბამისი გაგანიერებით მცირე რადიუსის მრუდებზე. გზის გრძივი ქანობი მერყეობს 3%-დან 10%-მდე ფარგლებში. გზის საფარი გრუნტიანია, ვაკისის ძირითად ნაწილზე აღინიშნება ზედაპირული წყლების (წვიმა, თოვლი და ა. შ) ზემოქმედების შედეგად გაჩენილი ეროზიული ორმოები. გზის გარკვეულ უბნებზე მიწის ვაკისის მდგრადობის მიზნით გათვალიწინებულია რკინა-ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა. საპროექტო გზაზე გათვალისწინებულია 11 ერთეული d-1.2 მ. ლითონის მილის, 2 ერთეული სწორკუთხა კვეთის 1.5X1.0 მ. და 3 ერთეული სწორკუთხა კვეთის 2.0X2.0 მეტრი რკინა-ბეტონის კაპიტალური მილების მოწყობა. გარდა ამისა, გათვალისწინებულია, რვა არსებული სახიდე გადასასვლელის შეკეთება. საპროექტო გზის მთელ მონაკვეთზე გათვალიწინებულია: საფარი - ბაზალტოპლასტიკური არმატურით არმირებული ცემენტობეტონი B35, სისქით 20 სთ; საფუძველი - ქვიშა-ღორღი (ფრ 0-40მმ), სისქით 20 სმ; ქვესაგები ფენა - ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, სისქით 20 სმ; მისაყრელი გვერდულები - ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი. საპროექტო გზაზე მოძრაობის ორგანიზაციისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების და მონიშვნის მოწყობა. რეგიონისთვის დამახასიათებელი რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების ასამაღლებლად გათვალისწინებულია ფოლადის ბაგირული ზღუდარების და პლასტმასის მიმმართველი სასიგნალო ბოწკინტების მოწყობა, ასევე მიერთებებისა და ადგილობრივი შესასვლელების მოწყობა. გათვალისწინებულია ასევე ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის და ავტოპავილიონის მოწყობა.

პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. ამასთან, პროექტის ფარგლებში, დეპარტამენტის მიერ უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ მალხაზ დადვანის (პ/ნ: №30001007134), ზურიკო დადვანის (პ/ნ: №30001001972) და მირზა დადვანის (პ/ნ: №30001000288) თანასაკუთრებაში არსებულ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაში მდებარე 1027 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №42.02.35.051) ნაწილზე - 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა.

წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ165-კმ177 (საპროექტო მონაკვეთი პკ220+000-პკ350+000) მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი.

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაში მდებარე 1027 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №42.02.35.051) თანამესაკუთრეები არიან: მალხაზ დადვანი (პ/ნ: №30001007134), ზურიკო დადვანი (პ/ნ: №30001001972) და მირზა დადვანი (პ/ნ: №30001000288);
დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა მალხაზ დადვანის (პ/ნ:№30001007134), ზურიკო დადვანის (პ/ნ: №30001001972) და მირზა დადვანის (პ/ნ:№30001000288) თანასაკუთრებაში არსებული მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაში მდებარე 1027 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №42.02.35.051) ნაწილი 70 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ნაგებობა (ღობე).
საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით - „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით."
ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2023 წლის 17 მაისის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ165-კმ177 (საპროექტო მონაკვეთი პკ220+000-პკ350+000) მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ მალხაზ დადვანის (პ/ნ: №30001007134), ზურიკო დადვანისა (პ/ნ: №30001001972) და მირზა დადვანის (პ/ნ: №30001000288) თანასაკუთრებაში არსებულ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაში მდებარე 1027 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №42.02.35.051) ნაწილზე - 70 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე არსებულ ნაგებობაზე (ღობე). 
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

მინისტრი ლევან დავითაშვილი