დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 25-30 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 19/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 330090000.35.101.017102 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge,10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) პირველი მუხლით დამტკიცებულ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესში“ (შემდგომში – წესი) შეტანილ იქნეს ცვლილებები და წესის მე-8 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ავარიულ სახლში დაინტერესებული პირების არსებული საკუთრების ჩანაცვლება ხდება იმ მიწაზე აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში არსებული ფართით, რომელ მიწაზეც იყო განთავსებული ავარიული სახლი, გარდა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, ასევე მე-8 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 – მე-11 პუნქტები: „8. მესაკუთრის თანხმობის შემთხვევაში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვებია, ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავე/მიმდებარე საკადასტრო ერთეულზე არსებული ავარიული შენობა-ნაგებობ(ებ)ის ჩართვა ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში, თუ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც განთავსებულია მომიჯნავე/მიმდებარე შენობა-ნაგებობები, შესაძლებელია ისე გაერთიანდეს სამშენებლოდ განკუთვნილ მიწის ნაკვეთთან, რომ დაცული იქნება მიწის ნაკვეთის მთლიანობა. 9. ამ წესის მიზნებისათვის, ავარიულ სახლად განიხილება და ჩანაცვლებას ექვემდებარება ასევე ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მხოლოდ ის მომიჯნავე/მიმდებარე შენობა-ნაგებობები, რომელთა ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება V, IV ან III კატეგორიას (ან ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში გახდა V, IV ან III კატეგორიის ავარიულობის ხარისხის) და გამოიყენება საცხოვრებელი ან/და კომერციული დანიშნულებით, მათ შორის, ერთბინიანი სახლებიც. ამასთან, ავარიული საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროცესში ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩართვა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესი პირდაპირ და უშუალო ზეგავლენას ახდენს საცხოვრებელი სახლის მდგრადობაზე და ქმნის საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ხარისხის ზრდის საფრთხეს, რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. 10. ავარიული სახლის ჩანაცვლების პროცესში ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლის ჩართვისას, უნდა მოხდეს მისი დემონტაჟი, ხოლო მიწის ნაკვეთი, სადაც განთავსებულია ეს ავარიული სახლი, უნდა გაერთიანდეს ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთთან. 11. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ავარიული სახლის მესაკუთრეს, დაინტერესებულ პირს საკუთრებაში გადაეცემა ფართი ამ წესის შესაბამისად.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები