შპს „სადაზღვევო ბროკერი ვოლო-ს“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“

შპს „სადაზღვევო ბროკერი ვოლო-ს“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 06/2-რ
დოკუმენტის მიმღები სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 18/05/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი
06/2-რ
18/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
შპს „სადაზღვევო ბროკერი ვოლო-ს“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე“
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №06/2-რ

2023 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

შპს „სადაზღვევო ბროკერ ვოლოს“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის და 21-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, სსიპ – საქართველოს  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 24 დეკემბრის №40 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის და რეგისტრაციის  გაუქმების წესის, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმების“ მე-4 მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტების, ამავე წესის მე-7 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

1. შპს „სადაზღვევო ბროკერი ვოლო“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 436256597) რეგისტრირებულ იქნეს სადაზღვევო ბროკერად და მიენიჭოს შემდეგი სარეგისტრაციო ნომერი: 012058.

2. ეს ბრძანება მისი ხელმოწერიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და დაუყოვნებლივ გადაეცეს შპს „სადაზღვევო ბროკერ ვოლოს“.

3. შპს „სადაზღვევო ბროკერ ვოლოს“ სადაზღვევო ბროკერად რეგისტრაციის თაობაზე მონაცემები აისახოს სადაზღვევო ბროკერთა რეესტრში (მათ შორის, ელექტრონულ რეესტრში) ამ ბრძანების ხელმოწერიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

5. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                   დავით ონოფრიშვილი