„ავტომატური ფოტო - და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ავტომატური ფოტო - და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 140030000.10.003.024023
190
22/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
140030000.10.003.024023
„ავტომატური ფოტო - და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
„ავტომატური ფოტო - და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №190

2023 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

„ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლებისა და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2022, 140030000.10.003.023309) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. ამ დადგენილებით განსაზღვრული ობიექტი ვალდებულია, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ფოტო-ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება და ამ დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.“.

2. პირველი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირი, რომელიც ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობიდან ერთ-ერთს მაინც და აღნიშნული საქმიანობის დამატებითი ღირებულების გადასახადით (შემდგომში – დღგ) დასაბეგრი ბრუნვა ნებისმიერი წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარს, ვალდებულია, მის საკუთრებაში ან/და მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ყველა იმ შენობა-ნაგებობაზე განათავსოს/დაამონტაჟოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემა, სადაც ხორციელდება აღნიშნული საქმიანობა.“;

ა.ბ) მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხვა ობიექტი, რომლის სალიცენზიო, სანებართვო, სარეგისტრაციო ან ავტორიზაციის პირობაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ითვალისწინებს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ქონის ვალდებულებას, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) კამერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა;“;

ბ.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ჩანაწერის გარჩევადობა: არანაკლებ 3 მეგაპიქსელისა, არანაკლებ 5 კადრისა წამში. დღე-ღამის რეჟიმში განხორციელებული ჩანაწერი უნდა იძლეოდეს ადამიანის (ობიექტის) ზუსტი იდენტიფიკაციის საშუალებას;“;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შენობა-ნაგებობის მთავარ და ინდივიდუალურ შესასვლელებთან, გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს თითოეულზე არანაკლებ 2 (ორი) ვიდეოკამერისა, რომელიც შეესაბამება ამ წესის მე-6 მუხლით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს. თუ შენობა-ნაგებობას აქვს სათადარიგო შესასვლელი, სავალდებულოა 1 (ერთი) ვიდეოკამერის დამონტაჟება თითოეულ სათადარიგო შესასვლელთან.“;

დ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ ობიექტ(ებ)ის შენობა-ნაგებობებს აქვთ საერთო შესასვლელი ან თუ მათი შესასვლელები განლაგებულია გზის ერთსა და იმავე ნაწილზე/მონაკვეთზე ერთმანეთის გვერდით, არაუმეტეს 10 მეტრის დაშორებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია საერთო გარე ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟება.“;

ე) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ობიექტმა უნდა უზრუნველყოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების ადგილზე ნახვის შესაძლებლობა. ამ მიზნით ობიექტმა თითოეულ შენობა-ნაგებობაში უნდა განათავსოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემასთან დაკავშირებული არანაკლებ ერთი მონიტორისა. უფლებამოსილ პირს მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, უნდა მიეცეს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით მიღებული ჩანაწერების მონიტორზე ნახვის შესაძლებლობა.“;

ვ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 14. შემოწმების უფლებამოსილება

1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, შეამოწმოს ობიექტის მიერ თითოეულ შენობა-ნაგებობაზე დამონტაჟებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ამ თავით დადგენილი წესით.

2. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებს:

ა) საკუთარი ინიციატივით, ნებისმიერ დროს, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ობიექტებთან მიმართებით;

ბ) ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მაკონტროლებელ ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე.

3. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შემოწმებას ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოსთან ერთად ან მისი წერილობითი თანხმობით − დამოუკიდებლად.“;

ზ) მე-16 მუხლის:

ზ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტების შემოწმება ხორციელდება მაკონტროლებელი ორგანოსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ შეთანხმების საფუძველზე.“;

ზ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ისათვის ცნობილი გახდა ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის მიერ ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევაზე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ობიექტის მაკონტროლებელ ორგანოს.“;

ზ.გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შემოწმებას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ ახორციელებს მაკონტროლებელ ორგანოსთან ერთად ან მისი წერილობითი თანხმობით − დამოუკიდებლად.“;

ზ.დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მიერ დამოუკიდებლად, მაკონტროლებელი ორგანოს წერილობითი თანხმობით,  განხორციელებული შემოწმების შემთხვევაში, შენობა-ნაგებობის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ამ წესთან შესაბამისობის/შეუსაბამობის ამსახველი მასალა შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცემა ობიექტის მაკონტროლებელ ორგანოს.“;

ზ.ე) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უფლებამოსილი პირი, ამ წესის მე-15 და მე-16 მუხლებით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელებისას, უფლებამოსილია, ვიდეომეთვალყურეობის სისტემიდან ამოიღოს დარღვევის ამსახველი მასალა. ამ წესის მე-16 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის მიღება დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელშიც აღინიშნება მიღებული ინფორმაციის (დოკუმენტის) აღწერილობა, პერიოდი (თარიღი, თვე და წელი) და ინფორმაციის (დოკუმენტის) მიმღებისა და გამცემის სახელი, გვარი და თანამდებობა. მიღება-ჩაბარების აქტში შეიძლება, დამატებით მიეთითოს სხვა მონაცემებიც.“;

ი) მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ობიექტის საქმიანობის სახეობასა და ნებართვის ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);“;

კ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. დისტანციური შემოწმება დამონტაჟების აქტის შედგენის მიზნით

1. ობიექტის თანხმობის შემთხვევაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია, ამ წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ობიექტის შენობა-ნაგებობის შემოწმება, დამონტაჟების აქტის შედგენის მიზნით, განახორციელოს დისტანციურად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილ პირს შეუძლია, ობიექტისგან ელექტრონული ფორმით გამოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ობიექტის ვიდეომეთვალყურეობის სისტემის (ვიდეოკამერა და ჩამწერი) ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ) ობიექტის შენობა-ნაგებობის ამსახველი დოკუმენტი/ნახაზი, სადაც მითითებული იქნება ვიდეოკამერის განთავსების ადგილები;

გ) უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნილი ხანგრძლივობისა (მაგრამ არაუმეტეს 5 წუთისა) და დღე-ღამის მითითებულ დროს გაკეთებული თითოეული ვიდეოკამერის ვიდეოჩანაწერი;

დ) უფლებამოსილი პირის მიერ დღე-ღამის მოთხოვნილი დროის მონაკვეთში თითოეული ვიდეოკამერით დაფიქსირებული ფოტო (ე. წ. screenshot);

ე) ჩამწერ მოწყობილობასთან დაკავშირებული თითოეული ვიდეოკამერის პარამეტრების ფოტოასლი;

ვ) ჩამწერი მოწყობილობის, მყარი დისკის, თარიღის, ქსელის პარამეტრების ფოტოასლები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი