დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25-34 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.101.017093 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-72 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/12/2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 040110030.35.101.016060) და დადგენილების პირველი ნაწილით დამტკიცებული წესის:
ა) 71 მუხლის: ა.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ნარჩენის გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად, აუქციონის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული/წარმოქმნილი ნარჩენის შესაბამისი ოდენობით. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ნარჩენის ფაქტობრივად გადაცემამდე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე), გადაიხადოს ნარჩენის შესაბამისი ოდენობის ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში ოდენობის/ღირებულების დაზუსტების პირობით, შესაბამისი ოპერატორის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. ამასთან, ნარჩენის გადაცემის ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლა განხორციელდება მხოლოდ წინა ეტაპის დასრულების შემდეგ.“; ა. ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ნარჩენის ეტაპობრივად გადაცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრება საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ განსაზღვრულ ოპერატორს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ შესაბამის იურიდიული პირს. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი უთანაბრდება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.“; ბ) 71 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 მუხლი: „მუხლი 72. სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მოძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების წესი 1. სააგენტო უფლებამოსილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიმართვის საფუძველზე, ამავე გამგეობის მიერ განხორციელებული სადემონტაჟო სამუშაოების შედეგად აუქციონის გამოცხადებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში წარმოქმნილი დაუზუსტებელი ოდენობის ერთგვაროვანი მოძრავი ქონების (ფერადი ლითონი, ქვაფენილი და სხვ.) პრივატიზების მიზნით, გამოაცხადოს ელექტრონული აუქციონი, ამ წესით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული აუქციონის მიზანია საკუთრების უფლება გადაეცეს აუქციონში გამარჯვებულ პირს, რომელიც სააუქციონო კონკურენციისას აუქციონატორს ერთ ერთეულ (წონა, მოცულობა და სხვა) ქონებაზე ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს და აიღებს ვალდებულებას გადაიხადოს ყოველ ერთეულზე დადგენილი სრული საპრივატიზებო საფასური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ქონების ჯამურ ოდენობაზე გაანგარიშებით. ელექტრონული აუქციონის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მოძრავი ქონების მინიმალურ სავარაუდო ჯამურ ოდენობას. 3. აუქციონში გამარჯვებული პირი უფლებამოსილია, დაესწროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ განხორციელებულ სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარებას, ამასთანავე, იგი ვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგეობის მიერ განსაზღვრულ ვადაში ან შესაბამისი რაიონის გამგეობის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გაიტანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონება დემონტაჟის განხორციელების შესაბამისი ადგილიდან. 4. აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემა განხორციელდება ეტაპობრივად, აუქციონის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში არსებული/წარმოქმნილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების შესაბამისი ოდენობით. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების ფაქტობრივად გადაცემამდე (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე), გადაიხადოს ქონების შესაბამისი ოდენობის ღირებულება, საჭიროების შემთხვევაში შემდგომში ოდენობის/ღირებულების დაზუსტების პირობით, შესაბამისი რაიონის გამგეობის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 7 დღისა. ამასთან, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გადაცემის ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლა განხორციელდება მხოლოდ წინა ეტაპის დასრულების შემდეგ. 5. თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შესაბამის ეტაპისთვის გადახდილი სრული საპრივატიზებო საფასურის ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული მოძრავი ქონების (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების) ჯამურ ღირებულებას, აუქციონში გამარჯვებულ პირს შესაბამისი სხვაობა დაუბრუნდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემი მოძრავი ქონების დაზუსტებული ოდენობა აღემატება დაუზუსტებელს, აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული ქონება (ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონება) გადაეცემა მხოლოდ შესაბამისი ღირებულების დამატებით გადახდის შემდგომ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და ვადაში. 6. აუქციონში გამარჯვებულ პირთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, ამ პირისათვის მოძრავი ქონების ეტაპობრივად გადაცემა და აღნიშნულთან დაკავშირებით შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმების და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება ეკისრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის გამგეობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი უთანაბრდება საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. 7. აუქციონში გამარჯვებული პირის მიმართ აღნიშნული პირის მიზეზით/ბრალით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას არ აუნაზღაურდება შესაბამისი ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი ბე, საპრივატიზებო საფასური და გაწეული ხარჯები. 8. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეს ოდენობა უნდა შეადგენდეს აუქციონის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოძრავი ქონების სავარაუდო ჯამური ოდენობის ღირებულების არანაკლებ 20%-ს და არაუმეტეს 80%-ს. აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბოლო ეტაპის შესაბამის გადახდაში. საბოლოო ანგარიშსწორებისას, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბეს ოდენობა აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის გადაცემული მოძრავი ქონების ჯამური ღირებულების შესაბამის ოდენობას, აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული სხვაობა დაუბრუნდება. 9. ამ მუხლის მიზნებისთვის, აუქციონით განსაზღვრული საპრივატიზებო საფასური მოქმედია აუქციონში გამარჯვებულ პირთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების მოქმედების ვადით. 10. აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია ამ მუხლით გათვალისწინებულ აუქციონზე შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. 11. სააგენტო აუქციონის გამოცხადებას, ჩატარებას და ორგანიზებას ახორციელებს ამ წესისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.“; გ) მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონით ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების სრული საპრივატიზებო საფასურის და მომსახურების საფასურის სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო, წილებისა და აქციების შემთხვევაში – შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ამ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების მოწმობა გაიცემა და საკუთრების უფლება გადადის ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები