„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები კასპის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.149.016505
17
22/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
010250020.35.149.016505
„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტი
 

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №17

2023 წლის 22 მაისი

ქ. კასპი

 

„კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

დამტკიცდეს „კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა ბეგლარაშვილი



დანართი №1

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ა დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   მიღების შემდეგ ამ ა დმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   შესრულების კონტროლის  განხორციელების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. „კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   შესრულების კონტროლის განხორციელების წესი“ (შემდგომში – წესი)  არეგულირებს, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური 2023 წლის 1 აპრილიდან საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 127-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებული მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (შემდგომში მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) შესრულების კონტროლის განხორციელების წესს.

2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   მიღების შემდეგ ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის   შესრულების კონტროლის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და გაცნობა ხდება მოქმედი კანონმდებლობის და ამ წესის საფუძველზე.


მუხლი 2. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის წესი
1. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  შესრულების კონტროლის მიზნით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.

2. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური  ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი საინფორმაციო ბაზა/რეესტრი, რომელშიც ასახული იქნება ის ობიექტები, რომელთა მშენებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით შეჩერებულ იქნება 2023 წლის 1 აპრილიდან.

3. კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საინფორმაციო ბაზის/რეესტრის წარმოების პროცესისათვის გამოყოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირ(ებ)ი.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მშენებლობის შემოწმება გულისხმობს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მითითებული შეჩერებული სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის აღმოფხვრა/გამოსწორების შემოწმებას.

5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტში მითითებულ შემოწმების პროცესში, აუცილებელია გადაღებულ იქნას ობიექტის ფოტოსურათები, რომლებზეც მითითებულ უნდა იქნას გადაღების თარიღი და შედგენილ იქნას დათვალიერების ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს შეჩერებული სამუშაოების გაგრძელების ან სამართალდარღვევის გამოსწორება/აღმოფხვრის ფაქტი.

6. დათვალიერების ოქმი უნდა შედგეს სათანადო წესით და მოეწეროს ხელი  შესაბამისი პირ(ებ)ის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დათვალიერების ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. შესაძლებელია დათვალიერების ოქმზე, ასევე, დაფიქსირდეს სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერაც, რომლის არ არსებობამაც არ შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს ოქმში მითითებული ინფორმაციის სისწორე.

7. მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კასპის  მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური იწყებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის  მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის შესახებ, რომელიც აღსასრულებლად მიექცევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტში მითითებულ შემთხვევაში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული პერიოდულობით განახორციელოს ობიექტის შემოწმება.

9. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტის გადამოწმებით დადგინდა, რომ აღმოფხვრილია მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტში  მითითებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების საფუძველი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტს  „მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ“ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის  ვალდებულება არ ვრცელდება ამგვარი ობიექტების მიმართ.