„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 25-33
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.017091
25-33
19/05/2023
ვებგვერდი, 19/05/2023
300330000.35.101.017091
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A” კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის - ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25-33

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის  ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების წესის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის №24-80 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 27/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016526) შევიდეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემის, ნებართვის მოქმედების ვადის, ნებართვის გაცემის ფასისა და მისი გადახდის, სანებართვო მოწმობის ფორმის, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის – ტაქსის (M1 კატეგორია) მოძრაობის ან/და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით გაჩერების ადგილების და პირობების, მომხმარებლის პირადი სივრცის უზრუნველყოფის, ნებართვის მქონე პირების შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნის, განახლების და დამუშავების შესახებ“ წესის:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გზაზე, სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და ასევე განთავსებულია 5.14.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.10 ჰორიზონტალური მონიშვნა, დასაშვებია მხოლოდ „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილის –ტაქსის (M1 კატეგორია) მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომა, ხოლო ზემოაღნიშნულ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ 10 წლის და ქვემოთ წლოვანების და ამ წესის დანართი №9-ის შესაბამისად დადგენილი სპეციალური მანიშნებლის (შემდგომში – მანიშნებელი) მქონე „A“ კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის – ტაქსისთვის (M1 კატეგორია).“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5-მე-7 პუნქტები:      

„5. მანიშნებლის გაცემა ხდება „A“ კატეგორიის ნებართვის მფლობელზე, რომელსაც ნებართვაზე დამატებული აქვს 10 წლის და ქვემოთ წლოვანების სატრანსპორტო საშუალება, მხოლოდ ამ სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსების მიზნით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ განისაზღვრება მანიშნებლის გაცემაზე უფლებამოსილი პირი, რომელიც გაცემას უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერვე დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

6. სატრანსპორტო საშუალების წლოვანება დაითვლება მანიშნებლის აღების მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსათვის მიმართვის წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით.

7. მანიშნებელი განთავსებული უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში ისე, რომ უფლებამოსილი პირის და მგზავრის მიერ მსუბუქ ავტომობილში – ტაქსში (M1 კატეგორია) ჩაჯდომამდე შესაძლებელი იყოს მისი ამოკითხვა.“.

2. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს ის გზა, რომელიც დადგენილია ამ წესის შესაბამისად და სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და ასევე განთავსებულია 5.14.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.10 ჰორიზონტალური მონიშვნა;“;

ბ) პირველ პუნქტს „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) 10 წლის და ქვემოთ წლოვანების სატრანსპორტო საშუალებით და ამ წესის დანართი 9-ის შესაბამისად დადგენილი მანიშნებლით აღჭურვილმა, სამოძრაოდ და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით უფლებამოსილია გამოიყენოს ის გზა, რომელიც დადგენილია ამ წესის შესაბამისად და სადაც „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №1-ის მე-5 თავით „განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“ დადგენილი 5.14 საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია და ასევე განთავსებულია 5.14.1 საგზაო ნიშანი და დატანილია კანონის დანართი №2-ით განსაზღვრული 1.10 ჰორიზონტალური მონიშვნა;

ნ) ჩამოხსნას მანიშნებელი, როდესაც სატრანსპორტო საშუალება აღარ აკმაყოფილებს მანიშნებლის გაცემისათვის დადგენილ მოთხოვნებს.“.

3. მე-18 მუხლს მე-3 პუნქტს „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე 1“ ქვეპუნქტი:

„ე1)  თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების აღრიცხვისა და მართვის სისტემაში (Protocols) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერისას, იმავე სისტემის მეშვეობით იღებს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებაზე არის თუ არა უფლებამოსილი მძღოლი გამოიყენოს მანიშნებელი;“.

4. ამ დადგენილების დანართის შესაბამისად დამტკიცდეს წესის დანართი №9.

მუხლი 2
1.  დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ხოლო დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის პირველი ივნისიდან

2. ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის დანართი №9-ით განსაზღვრული სპეციალური მანიშნებლების გაცემა დაიწყოს 2023 წლის 22 მაისიდან.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე