„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 24/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 17/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.026.017079
39
24/05/2023
ვებგვერდი, 25/05/2023
010320040.22.026.017079
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №39

2023 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 10 ნოემბრის №104 ბრძანებით (ვებგვერდი, 12/11/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016846) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 მუხლები:

,,მუხლი 51. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების უფროსი სპეციალისტი (მესამე რანგი; კატეგორია – მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის, ოპერაციების მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, გენდერის კვლევების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოსოფიის სპეციალობები);

ე) განათლების მიმართულებით (განათლების მეცნიერებების სპეციალობა);

ვ) მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით (სტატისტიკის სპეციალიზაცია).

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3. სამუშაო გამოცდილება: 1 წელი.

4.  შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება;

5. ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

6. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.

მუხლი 52. ადამიანური რესურსების პოლიტიკის სამმართველოს სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების სპეციალისტი (მეოთხე რანგი; კატეგორია – პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი)

1. უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:

ა) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის,  ოპერაციების მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალობები);

ბ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები);

გ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერებების, საზოგადოებრივი გეოგრაფიის, საერთაშორისო ურთიერთობების, სოციოლოგიის, გენდერის კვლევების, შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის, ფსიქოლოგიის სპეციალობები);

დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორიის, ფილოსოფიის სპეციალობები);

ე) განათლების მიმართულებით (განათლების მეცნიერებების სპეციალობა);

ვ) მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებით (სტატისტიკის სპეციალიზაცია).

2. სასურველია თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების ზოგადი ცოდნა.

3.   შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.

4. ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

5. შემდეგი კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft PowerPoint.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე