„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017077
37
19/05/2023
ვებგვერდი, 22/05/2023
280120000.22.026.017077
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №37

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 242 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 242

სამხედრო საგანმანათლებლო და საბრძოლო მომზადების პროგრამებიდან გამომდინარე, საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნებზე და სწავლებებზე მყოფ სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს, რომელიც წარგზავნილია საველე შეკრებაზე (წვრთნა, სწავლება, მეცადინეობა) უწყვეტად, 24 საათი და მეტი ვადით, და იმყოფება საველე პირობებში მუდმივი დისლოკაციის/სამსახურის ადგილის გარეთ არსებულ სასწავლო-საწვრთნელ ბანაკში, საწვრთნელ ველზე ან/და პოლიგონზე, მეცადინეობაზე გასვლის დღიდან მეცადინეობის დამთავრების დღის ჩათვლით ეძლევა დანამატი ყოველდღიური ანაზღაურების სახით  15 ლარის ოდენობით.

შენიშვნა:

ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამოქალაქო პირებზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე