სსიპ - ქალაქ თბილისის N50 საჯარო სკოლისათვის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელის მინიჭებისა და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018291
36/ნ
22/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
040030000.22.022.018291
სსიპ - ქალაქ თბილისის N50 საჯარო სკოლისათვის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელის მინიჭებისა და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
სსიპ - ქალაქ თბილისის N50 საჯარო სკოლისათვის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელის მინიჭებისა და "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №36/ნ

2023 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

სსიპ – ქალაქ თბილისის №50 საჯარო სკოლისათვის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელის მინიჭებისა და  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სკოლისათვის სახელის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 16 მარტის №194 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ, №112, 26.09.2005) დანართი №2-ით გათვალისწინებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს  დაქვემდებარებულ სსიპ ქალაქ თბილისის №50 საჯარო სკოლას მიენიჭოს  ჯამლეტ ხუხაშვილის  სახელი.
მუხლი 2
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ, №112, 26/09/2005) გათვალისწინებულ დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს – ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს  დაქვემდებარებული საჯარო სკოლების თავის მე-17 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

17

ჯამლეტ ხუხაშვილის  სახელობის ქალაქ თბილისის №50 საჯარო სკოლა

ქიქოძის ქ. №4

   დაწ-საბ-საშ

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი