„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.140.016507
17
18/05/2023
ვებგვერდი, 19/05/2023
010250040.35.140.016507
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ასპინძის მუნიციპალიტეტი
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 18 მაისი

დაბა ასპინძა

 

„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,17/07/2014; ს/კოდი: 010250040.35.140.016095) შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1.  მე -3 მუხლის მე -3 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,, ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ;“.

2.  მე -3 მუხლის მე -3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქვეპუნქტი :

) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცება ..“. 

3.  მე -12 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშესაბამისად დაწყებისთანავე . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე .“.

4. მე -13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,13. საკრებულოს  წევრის  უფლებამოსილების  ცნობაუფლებამოსილების  შეჩერება და /ან  შეწყვეტა

1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება იწყება მისი უფლებამოსილების საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსიშესაბამისად დაწყებისთანავე . მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება მთავრდება ამ უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე ან ვადამდე შეწყვეტისთანავე .

2. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ :

) უფლებამოსილება მოეხსნა პირადი განცხადებითპირადი განცხადების საკრებულოს აპარატში ჩაბარების რეგისტრაციის მომდევნო დღიდან ;

) კანონიერ ძალაში შევიდა საბოლოო ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ან გავიდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადასასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან ;

) სასამართლომ გამოაცხადა უგზო -უკვლოდ დაკარგულად , გარდაცვლილად ან ცნო მხარდაჭერის მიმღებად , თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ;

) შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან ;

) არასაპატიო მიზეზით 6 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა საკრებულოს მუშაობაშისაკრებულოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღიდან ;

) დაიკავა საქართველოს ორგანული კანონისადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის “ 42- მუხლით გათვალისწინებული საკრებულოს წევრისთვის შეუთავსებელი თანამდებობა - ამ თანამდებობის დაკავების შესახებ აქტის ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან

) გარდაიცვალაგარდაცვალების მომდევნო დღიდან .

3. საკრებულო , საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინების (დასკვნის ) საფუძველზე .

4. საკრებულო საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე -2 პუნქტის “, „ “, „ “, „ “ „დაშემთხვევებში იღებს ცნობის სახით კენჭისყრის გარეშე .

5. ამ მუხლის მე -2 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია არკვევს საკრებულოს წევრის გაცდენის მიზეზებს და თუ დადასტურდა , რომ გაცდენები არასაპატიოა , საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნას . გადაწყვეტილებას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულო იღებს ღია კენჭისყრით .

6. საკრებულოს წევრს უფლებამოსილება უჩერდება სასამართლოს მიერ საკრებულოს წევრისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში . უფლებამოსილების შეჩერების ვადა განისაზღვრება ადმინისტრაციული პატიმრობისა და აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის მოქმედების ვადით . საკრებულოს წევრს უფლებამოსილების ვადა უჩერდება სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ან ადმინისტრაციული სახდელის სახით ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღიდან . უფლებამოსილების შეჩერება ნიშნავს საკრებულოს წევრის დროებით განთავისუფლებას კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებისა და შესაბამისი უფლებებით სარგებლობისაგან .

7. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში .“.

5.  მე -17 მუხლის მე -5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,5. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 99- მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის , აგრეთვეკორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის  შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან  შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.

6. მე -18 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,6. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 101- მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის , აგრეთვეკორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის  შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან  შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.

7.  მე -19 მუხლის მე -2 პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,, ) შეიმუშავებს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტსა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამუშაო გეგმის პროექტს ;.“.

8.   19- მუხლის მე -2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,, 3ქვეპუნქტი :

,, 3) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებისა და წინადადებების საფუძველზე ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტებისა პროექტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტში დაუყოვნებლივ შეტანას .“.

9. 26- მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,6. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტის 103- მუხლით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის , მისი , როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის , აგრეთვეკორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის  შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან  შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.

10. 37- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,მე-5“ პუნქტი :

,,5. ფრაქციის თავმჯდომარეს /ფრაქციის თავმჯდომარის  მოადგილეს /მოადგილეებს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით გადარჩევის , თანამდებობიდან გადადგომის და საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი “ 43- მუხლის შესაბამისად , აგრეთვეკორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში .“.

11.  მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 40. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ახალარჩეული საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 30 დღეში იწვევს ამ საკრებულოს პირველ სხდომას .“.

12. 41- მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,4. საკრებულოს პირველი მორიგი სხდომა მიმდინარეობს შემდეგი დღის წესრიგით :

) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება ;

) სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა ;

) ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა. “.

13. 44- მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,2. სამანდატო დროებითი კომისია განიხილავს და საკრებულოს ამცნობს საკრებულოს ფრაქციათა შექმნის შესახებ საკითხებს . საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს წინადადებებს საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტის შესახებ .“.

14.  45- მუხლი ამოღებულ იქნეს.

15. 46- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,1. საკრებულოს პირველ მორიგ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით :

) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა ;

) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების არჩევა ;

) საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების ცნობად მიღება ;

) ამ რეგლამენტის შესაბამისად საკრებულოს მუდმივი კომისიების თავმჯდომარეების არჩევა .“.

16. 50- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,მუხლი 50. საკრებულოს საქმიანობის დაგეგმვა

1. საკრებულოს სამუშაო გეგმა დგება კვარტალების მიხედვით . საკრებულოს ყოველი კვარტალის ბოლო მორიგ სხდომაზე შეიტანება საკითხი მომდევნო კვარტალის სამუშაო გეგმის პროექტის დამტკიცების შესახებ .

2. საკრებულოს საქმიანობის კვარტალურ სამუშაო გეგმას ადგენს საკრებულოს ბიურო კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე .

3. საკრებულოს კვარტალური გეგმიდან გამომდინარე , საკრებულოს ბიურო საკრებულოს კომისიების , დროებითი სამუშაო ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენელთა , აგრეთვე მერის წინადადებების გათვალისწინებით განსაზღვრავს ყოველთვიური მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტს . დღის წესრიგის პროექტში გათვალისწინებული უნდა იქნეს საკრებულოს სხდომაზე ყოველი საკითხის განხილვისათვის განკუთვნილი სავარაუდო დრო .

4. საკრებულოს თავმჯდომარე , ყოველი მორიგი სხდომის გახსნისას , საკრებულოს მოახსენებს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს , მათ თანმიმდევრობას და სხდომების განრიგს . საკრებულო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დღის წესრიგის საკითხების გადაადგილების ან ერთმანეთთან დაკავშირებული თუ ერთგვაროვან საკითხებზე კამათის გაერთიანების შესახებ . ამ მიზნით საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს აძლევს სიტყვას არაუმეტეს 3 წუთის ხანგრძლივობით .

5. საკრებულოს კომისიას , საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფს , საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს მოითხოვოს დღის წესრიგიდან საკითხის ამოღება და მისი განხილვის გადადება . ამ საკითხებზე საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის , ფრაქციის წარმომადგენელს აძლევს არაუმეტეს ხუთ წუთიან სიტყვას . საკრებულოს კომისიის , დროებითი სამუშაო ჯგუფის , ფრაქციის წარმომადგენლის არგუმენტაციის მოსმენის შემდეგ , საკრებულო , უკამათოდ , ღია კენჭისყრით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას .

6. მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია წერილობით მიმართოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე . ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს , რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის კენჭისყრაზე დაყენება . საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე , მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით . ამასთანავე , აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია , თუ მას გავლილი აქვს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები ;

7. დაუშვებელია საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში დამატებითი საკითხის შეტანა , გარდა ამ რეგლამენტით დადგენილი იმ საკითხებისა , რომლებიც საკრებულოს მიერ მიიღება ცნობად .

8. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე , რომელიც არ შეეხება სხდომის დღის წესრიგს . ასეთი განცხადებისათვის სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრს სიტყვას აძლევს შესვენების წინ ან დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების ამოწურვის შემდეგ . კამათი ასეთ განცხადებებთან დაკავშირებით არ იმართება .“.

17. 51- მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ქვეპუნტი :

,, ) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით .“.

18. 51- მუხლის მე -4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,,4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ  რიგგარეშე სხდომის  მოუწვევლობის შემთხვევაში საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს მოთხოვნის (წინადადების ) წარდგენიდან ერთი კვირის თავზე . თუ საკრებულოს თავმჯდომარე ამ რეგლამენტით დადგენილ ვადაში არ გამოაქვეყნებს პასუხს , საკრებულოს აპარატის უფროსი ვალდებულია მოთხოვნის (წინადადების ) წარდგენიდან მეოთხე დღეს გამოაქვეყნოს ცნობა საკრებულოს  რიგგარეშე სხდომის  შესახებ და უზრუნველყოს საკრებულოს წევრთა გაფრთხილება . მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე , ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაშიმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე .“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკი ბერიძე