დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 98 |
დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
მიღების თარიღი | 18/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016303 |
|
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 25 სექტემბრის №156 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 06/10/2020, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016200) დამტკიცებულ „უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემების ექსპლუატაციის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა ან კონკრეტული სახის ექსპლუატაცია; უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ან ყველა სახის ექსპლუატაცია დაშვებულია გარკვეული პირობებით; უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის კონკრეტული ან ყველა სახის ექსპლუატაცია დაშვებულია სააგენტოს მიერ გაცემული ექსპლუატაციის თანხმობით;“. 2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. კონკრეტულ ობიექტზე პასუხისმგებელი პირის (როგორიცაა: მესაკუთრე/მფლობელი/ექსპლუატანტი/სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო) მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უფლებამოსილია შემდეგი ობიექტების მიმართ განსაზღვროს გეოგრაფიული ზონები, სადაც მუდმივად ან დროის გარკვეულ მონაკვეთში აკრძალულია უპილოტო საჰაერო ხომალდის სისტემის ყველა სახის ექსპლუატაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ექსპლუატანტს გააჩნია ობიექტზე პასუხისმგებელი პირის თანხმობა: ა) სამხედრო აეროდრომი და ვერტოდრომი; ბ) სამხედრო საწვრთნელი ზონები; გ) სამხედრო დანიშნულების ობიექტები; დ) სამხედრო დანიშნულების ქარხნები; ე) პოლიციის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ობიექტები; ვ) სასჯელაღსრულების დაწესებულებები; ზ) საზღვაო პორტები; თ) საჯარო დაწესებულებები; ი) სამრეწველო ქარხნები; კ) ბუნების დაცვის ზონები, ეროვნული პარკები; ლ) სამოქალაქო აეროპორტები, აეროდრომები, ვერტოდრომები და საფრენი მოედნები; მ) საცხოვრებელი ზონები; ნ) გარე საცურაო აუზები და კერძო სანაპირო ზოლები; ო) საავადმყოფოები; პ) ადგილები, სადაც ხორციელდება ავარიულ ვითარებაზე რეაგირება; ჟ) მოდელი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის ზონები; რ) გზები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები, სარკინიგზო მაგისტრალები, სარკინიგზო და ავტოსადგურები და სხვა სტრატეგიული ობიექტები; ს) საქართველოს ტერიტორიაზე აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, საკონსულო დაწესებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციების შტაბ-ბინები.“. |
მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები