„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017073
33
19/05/2023
ვებგვერდი, 22/05/2023
280120000.22.026.017073
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №33

2023 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და №13 დანართის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14  მე-18 პუნქტები:

„14. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეებს, სამინისტროს წარმომადგენლებს და მათი აპარატების თანამდებობის პირებს უნაზღაურდებათ ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ადრეული და სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, რომლებიც მოიცავს მხოლოდ სწავლის, სასწავლო დაწესებულებაში რეგისტრაციის, ტრანსპორტირებისა (საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლო დაწესებულებამდე და სასწავლო დაწესებულებიდან საცხოვრებელ ადგილამდე) და სასწავლო დაწესებულებაში კვების საფასურს.

15. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებულ თავდაცვის ატაშეების, სამინისტროს წარმომადგენლების და მათი აპარატების თანამდებობის პირთა ოჯახის არასრულწლოვანი წევრების, ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ მიერ დადებული შესაბამისი ხელშეკრულების ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ანაზღაურებას ექვემდებარება სასწავლო წლის დაწყებიდან მის დასრულებამდე პერიოდისთვის, შემდეგი ოდენობის ფარგლებში:

ა) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროში დაფინანსების შემთხვევაში – თვეში არაუმეტეს 460 ევრო;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ დოლარში  დაფინანსების  შემთხვევაში  –  თვეში არაუმეტეს 500 აშშ დოლარი.

16. თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამ შენიშვნის მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ოდენობას, ასევე ანაზღაურდება განათლების მიღებასთან დაკავშირებულ ხარჯსა და ყოველთვიურ ლიმიტს შორის სხვაობის 50%.

17. არდადეგების პერიოდში (ზამთრის და ზაფხულის) ადრეულ და სკოლამდელ აღზრდა-განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან/სკოლასთან დამატებით დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

18.  ადგილსამყოფელი ქვეყნის იმ ქალაქში, სადაც განთავსებულია საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საერთაშორისო ორგანიზაცია სახელმწიფო ენაზე უფასო სასწავლებლის არსებობის შემთხვევაში, როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარგზავნილ პირს არ აუნაზღაურდება ოჯახის არასრულწლოვანი წევრების ამავე ენაზე ფასიან სასწავლებელში განათლების მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე