დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2983-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 29/05/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.020864 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 135-ე−140-ე ნაწილები:
„135. ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ − უეფა) 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: ა) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან; ბ) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან; გ) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; დ) უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. 136. დანიშნული პირის მიერ უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან. შენიშვნა: დანიშნული პირი არის უეფას ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ დანიშნული ნებისმიერი არარეზიდენტი პირი, მათ შორის, უცხო ქვეყნის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გუნდის წევრი ან პერსონალის წევრი (მაგალითად, მოთამაშე, მწვრთნელი და სხვა), უეფას ან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელი. 137. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობათ ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. 138. უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩების ორგანიზება და ჩატარება არ წარმოშობს საქართველოში მუდმივ დაწესებულებას. 139. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: ა) პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ბ) უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია. 140. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს ამ მუხლის 135-ე−139-ე ნაწილებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის წესი.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 18 მაისი 2023 წ. N2983-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები