დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურეობიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახე” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 331 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 21/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.010.11.117.006.493 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.010.11.117.006.493
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №331
2004 წლის 14 მაისი
ქ. თბილისი
ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების ბიუჯეტში ანგარიშსწორების წესის შესახებ
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის” 28-ე მუხლის, 30-ე მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაცებმა, რომელთა მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები იბეგრება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, საანგარიშო თვის განმავლობაში გაწეული მომსახურებიდან მიღებული თანხები ჩარიცხონ სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების სპეციალურ ანგარიშებზე.
2. სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტისა და რეგიონალური ხაზინების სპეციალურ ანგარიშებზე რიცხულ სახსრებზე ორგანიზაციებმა არა უგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა წარადგინონ საგადახდო დავალებები დარიცხული გადასახადების გადასახდელად, ხოლო დარჩენილი თანხა მიმართონ ცენტრალური ბიუჯეტის არასაგადასახადო შემოსავლებში.
3. სპეციალურ ანგარიშებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ თანხების ჩარიცხვა და მათი მიმართვა ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშებზე არ აისახება ორგანიზაციების ანგარიშგებაში.
4. სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტმა და რეგიონალურმა ხაზინებმა სპეციალურ ანგარიშებზე ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა აწარმოონ ცალკე შიფრით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ ანგარიშზე მიღებული სახსრები არ აისახოს ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლებში.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები