„დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-222
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 480040000.22.030.016267
01-222
15/05/2023
ვებგვერდი, 16/05/2023
480040000.22.030.016267
„დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01-222

2023 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. ,,დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2023 წლის 19 აპრილის №01-185 ბრძანების (ვებგვერდი, 21/04/2023, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016266) პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 9.

1. პროგრამის მონაწილე პირის მიერ ამ წესის მე-8 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში,  პირის ამორიცხვა პროგრამის მონაწილეთა სიიდან ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება პროგრამის იმ მონაწილეებზე, რომლებმაც საპატიო მიზეზით ვერ შეძლეს პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კურსებზე დასწრება.

3. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც დასტურდება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის ან პროგრამის მონაწილე პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის ან/და შესაბამისი ცნობის საფუძველზე.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა დარსალია