„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2889-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 080090020.05.001.020861
2889-XIმს-Xმპ
16/05/2023
ვებგვერდი, 24/05/2023
080090020.05.001.020861
„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.10.2019, სარეგისტრაციო კოდი: 080090020.05.001.019627) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ​1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ​1) ფულის გათეთრება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 194-ე და 1941 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები;“.

2. მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სათანადო პერიოდულობით შეაფასოს და აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ხოლო სათავო საწარმოს (სათავო ორგანიზაციის) შემთხვევაში − აგრეთვე ჯგუფის დონეზე არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები კლიენტისა და ბენეფიციარი მესაკუთრის, მათი საქმიანობის არსისა და ადგილსამყოფელი იურისდიქციის, პროდუქტის, მომსახურების ან მისი მიწოდების საშუალების, გარიგებისა და სხვა რისკფაქტორის საფუძველზე.“;

ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია განახორციელოს ეფექტიანი ღონისძიებები ამ მუხლის შესაბამისად გამოვლენილი ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვისა და შემცირების მიზნით.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული რისკების შეფასებისას და მათი მართვის ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა გაითვალისწინოს რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმაში აღნიშნული ინფორმაცია, აგრეთვე სამსახურისა და საზედამხედველო ორგანოს მითითებები და რეკომენდაციები. ანგარიშვალდებულმა პირმა რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშის შედეგები უნდა ასახოს რისკების შეფასებისა და მართვის სისტემაში.“.

3. მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ანგარიშვალდებული პირი სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ კანონის ცალკეული მოთხოვნების შესრულებისგან ისეთი მომსახურების გაწევისას, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დაბალ რისკებს შეიცავს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში დაშვებული გამონაკლისი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული, განსაზღვრავდეს გარემოებათა ამომწურავ ჩამონათვალს და ვრცელდებოდეს ანგარიშვალდებულ პირთა კონკრეტულ ჯგუფზე ან საქმიანობაზე.“.

4. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. თუ ანგარიშვალდებული პირის მიერ სათანადო ფორმით დოკუმენტირებული ანალიზის საფუძველზე არსებობს ეჭვი, რომ ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების პროცესის შემდგომი წარმართვა კლიენტისთვის ცხადყოფს, რომ ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხორციელდება/განხორციელდება ღონისძიებები უჩვეულო გარიგების შესწავლის ან/და საეჭვო გარიგების გამოვლენის მიზნით, ან ამავე კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე სამსახურს წარედგინა/წარედგინება ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), ან ხორციელდება/განხორციელდება ამავე კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები, ანგარიშვალდებულ პირს უფლება აქვს, სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად შეაჩეროს პრევენციული ღონისძიებების განხორციელება და ამის თაობაზე სამსახურს აცნობოს.“.

5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაციის მიზნით ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.“.

6. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სადაზღვევო ორგანიზაციამ, სადაზღვევო ბროკერმა/გადაზღვევის ბროკერმა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები.“.

7. მე-15 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ნაკლები რისკების არსებობისას შეიძლება დასრულდეს საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ, თუ ეს აუცილებელია კლიენტის მომსახურების შეფერხების თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ვერიფიკაცია რაც შეიძლება სწრაფად, გონივრული შესაძლებლობის ფარგლებში უნდა დასრულდეს.

3. არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელმა არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე რისკფაქტორად უნდა განიხილოს, ხოლო ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენისას საპენსიო დანაგროვის გაცემამდე ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა განახორციელოს გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილის ბენეფიციარი მესაკუთრის მიმართ უნდა განახორციელოს ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებები.“.

8. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 18. გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებები

1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია გამოვლენილი რისკების შესაბამისად მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მოიპოვოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ქონებისა და საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია;

ბ) გაზარდოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;

გ) მოიპოვოს საქმიანი ურთიერთობის განზრახული ხასიათის, მათ შორის, მომზადებულ, დადებულ ან შესრულებულ და მოსალოდნელ გარიგებათა მიზნებისა და საფუძვლების შესახებ დამატებითი ინფორმაცია;

დ) ხელმძღვანელობისგან მიიღოს საქმიანი ურთიერთობის დამყარების ან გაგრძელების ნებართვა;

ე) მიიღოს გონივრული ზომები კლიენტის ქონების, ფულადი სახსრებისა და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის წარმომავლობის დასადგენად;

ვ) განახორციელოს საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი, მათ შორის, გაზარდოს რისკების მართვის ღონისძიებების რაოდენობა ან/და მათი განხორციელების სიხშირე და გამოავლინოს გარიგებათა ერთობლიობა, რომელიც შემდგომ შესწავლას საჭიროებს.

2. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მომეტებული რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა, ეფექტიანი ღონისძიებები გამოვლენილი რისკების სამართავად.“.

9. 21-ე მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პოლიტიკურად აქტიური პირის ოჯახის წევრები: მეუღლე/პირი, რომელთანაც პოლიტიკურად აქტიური პირი მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და შვილის/გერის მეუღლე/პირი, რომელთანაც ის მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას;

ბ) ფიზიკური პირი, რომელიც პოლიტიკურად აქტიურ პირთან ერთად არის იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის ბენეფიციარი მესაკუთრე ან რომელსაც მასთან სხვაგვარი მჭიდრო საქმიანი, სოციალური ან პოლიტიკური ურთიერთობა აქვს;“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ ან „ა.ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია მიიღოს გონივრული ზომები, რათა დაადგინოს, არის თუ არა სიცოცხლის დაზღვევით მოსარგებლე ან არასახელმწიფო საპენსიო სქემის მონაწილე, ხოლო ამ კანონის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტითა და მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირი. ანგარიშვალდებულმა პირმა ბენეფიციარის იდენტიფიკაცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე უნდა განახორციელოს. ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის გამოვლენის შემთხვევაში ანგარიშვალდებულმა პირმა, ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) ხელმძღვანელობას სადაზღვევო ანაზღაურების ან საპენსიო დანაგროვის გაცემამდე აცნობოს გამოვლენილი რისკების შესახებ;

ბ) განახორციელოს მთელი საქმიანი ურთიერთობის გაძლიერებული მონიტორინგი;

გ) შეისწავლოს, არსებობს თუ არა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების წარდგენის საფუძველი.“.

10. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 24. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები

1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის:

ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია;

ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;

გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში;

დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი.

2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია კლიენტის ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად.

3. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის მახასიათებლების არსებობისას.“.

11. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ადვოკატი უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი) ამ მუხლით დადგენილ ვადებში სამსახურის ნაცვლად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს. ამ შემთხვევაში საზედამხედველო ორგანომ იმავე სამუშაო დღეს სამსახურს უცვლელი სახით უნდა წარუდგინოს აღნიშნული ანგარიშგება ან სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი).“.

12. 27-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია (დოკუმენტი) ინახება ისეთი ფორმით, რომ შესაძლებელი იყოს დაუყოვნებლივ მისი კომპეტენტური ორგანოსთვის წარდგენა, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნისას − აგრეთვე მტკიცებულებად გამოყენება.“.

13. 29-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

14. 34-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. სამსახური ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციულ და სტრატეგიულ ანალიზებს ატარებს. სამსახური ანგარიშვალდებული პირებისგან და სხვა წყაროებიდან მიღებულ ანგარიშგებებსა და სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზებისთვის იყენებს. სამსახური უფლებამოსილია ოპერაციული და სტრატეგიული ანალიზების ჩატარებისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტი) ადგილსამყოფელი იურისდიქციის ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოებისგან გამოითხოვოს. სამსახური საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული ანალიზის შედეგებს საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს ან/და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს უზიარებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მაისი 2023 წ.

N2889-XIმს-Xმპ