დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.017078 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 14 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი,16/03/2017, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016468) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-7 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მართვის ორგანოებისაგან (მმართველი სუბიექტები);“. 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ“ ქვეპუნქტი: ,,კ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისგან.“. 3. 71 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,4. ბაკალავრიატში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება.“. 4. 73 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები: ,,5. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები არიან სამხედრო სტატუსის მქონე, არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირები ან პირები, რომელთაც დასრულებული აქვთ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურა) სწავლის გაგრძელების უფლება. 6. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან მაგისტრატურის ხელმძღვანელის, აკადემიის რექტორის და აკადემიის რექტორის მოადგილის წინაშე. 7. მაგისტრატურაში შემავალი მიმართულებების უფროსებს, რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.“. 5. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.“. 6. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბაკალავრიატიდან, მაგისტრატურიდან, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან (გარდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა) იუნკერთა სასწავლო ბატალიონიდან, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლიდან, სწავლების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრიდან და დისტანციური სწავლების ცენტრიდან არჩეული/შერჩეული წარმომადგენელი. ბაკალავრიატიდან აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი ან ბაკალავრიატის საბჭოს წევრი, ხოლო მაგისტრატურიდან – მაგისტრატურის საბჭოს წევრი.“. 7. მე-10 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. აკადემიური საბჭოს წევრად თითოეული ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულიდან (ბაკალავრიატიდან და მაგისტრატურიდან) აირჩევა/შეირჩევა 2 წარმომადგენელი, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან მინიმუმ ერთი წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“. 8. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. რექტორი ახორციელებს აკადემიის მოსამსახურეების (სამხედრო მოსამსახურე, პერსონალი, იუნკერი, მსმენელი), შვებულებაში გაშვებას.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები