დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „მაქს ექსპრესს-ის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | შპს „მაქს ექსპრესს-ის“ ლიკვიდატორი |
| მიღების თარიღი | 10/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
განცხადება
|
შპს „მაქს ექსპრესსის“ კრედიტორ იურიდიულ და ფიზიკურ პირთა საყურადღებოდ
|
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პაპუნა ლეჟავას 2023 წლის 22 თებერვლის N86 განკარგულების საფუძველზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაქს ექსპრესს“ (ს/ნ:405256574) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და საზოგადოება გადასულია ლიკვიდაციის რეჟიმში.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს შპს „მაქს ექსპრესსის“ ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, საზოგადოების ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია: ფიზიკური პირების შემთხვევაში: 1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 2. შპს „მაქს ექსპრესსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
1. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ; 2. უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; 3. შპს „მაქს ექსპრესსის“ მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის ლიკვიდატორისთვის მიწოდება ხორციელდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. N2 (ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
ლიკვიდატორი როინ ცაციაშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები