„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2929-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/06/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2023
სარეგისტრაციო კოდი 270170000.05.001.020871
2929-XIმს-Xმპ
17/05/2023
ვებგვერდი, 02/06/2023
270170000.05.001.020871
„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 21.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 270170000.05.001.019966) 54-ე მუხლის მე-4 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) შრომითი მიგრაციის სფეროში საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობის განვითარებაში მონაწილეობა და ქვეყნებს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნით სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;‘‘.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 მაისი 2023 წ.

N2929-XIმს-Xმპ