კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470010010.22.035.017054
32/ნ
17/05/2023
ვებგვერდი, 18/05/2023
470010010.22.035.017054
კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №32/ნ

2023 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტების, მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და  ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. შეიქმნას ,,კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო“, რომლის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 2. დამტკიცდეს:

ა) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები),  კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს დებულება  –  დანართი №1;

ბ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) ფორმა  –  დანართი №2;

გ) კლინიკური მდგომარეობის  მართვის სახელმწიფო სტანდარტის (პროტოკოლის) ფორმა  –  დანართი №3;

დ)  დაავადებათა მართვის კლინიკური  გზამკვლევის ფორმა –  დანართი №4.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) შემუშავების, შეფასების და დანერგვის ეროვნული საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2006 წლის 27 მარტის №94/ნ ბრძანება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი




დანართი №1

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს

მუხლი 1. ტერმინები და განმარტებები

ამ დებულებაში გამოყენებული ტერმინები და განმარტებები:

ა) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) – მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის (ნოზოლოგია/სინდრომი) მართვის რეკომენდაცია, რომელიც წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი) – კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) საფუძველზე შემუშავებული ან დამოუკიდებლად შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის მკაფიოდ განსაზღვრული ეტაპები და მოქმედებათა თანმიმდევრობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

გ) დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევი - მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის საფუძველზე შემუშავებული კლინიკური მდგომარეობის მართვის ალგორითმი, რომელიც მოიცავს მართვის მკაფიოდ განსაზღვრულ ეტაპებს და მოქმედებათა თანმიმდევრობას და აღწერს ინტერვენციების ნაკრებს კლინიკური მართვის პროცესების ორგანიზებისთვის, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭოს სტატუსი და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები:

1. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინები), კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლები) და დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევის შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის ეროვნული საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით შექმნილ სათათბირო ორგანოს.

2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით.

მუხლი 3. საბჭოს მიზნები და ამოცანები

საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიზნები და ამოცანებია:

ა) მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკის განვითარება და სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის გაუმჯობესება;

ბ) გაიდლაინების, პროტოკოლებისა და გზამკვლევების შემუშავების, განხილვის, დამტკიცებისა და დანერგვის პროცესის კოორდინაცია, მათი ეტაპობრიობისა და გეგმურობის უზრუნველყოფა;

გ) კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების დანერგვის პროცესის ზედამხედველობა, განხორციელებისათვის საჭირო რესურსების განსაზღვრა.

მუხლი 4. საბჭოს მუშაობის ზოგადი წესი

1. საბჭოს ჰყავს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე.

2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან წარმომადგენლები სამინისტროდან, მის სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, სამედიცინო სფეროს დარგობრივი ასოციაციებიდან და სამედიცინო დაწესებულებებიდან.

3. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, შემოსული გაიდლაინების, პროტოკოლებისა და გზამკვლევების აღრიცხვისა და შეთანხმება/დამტკიცების პროცედურის კოორდინაციის მიზნით, დამტკიცებული გაიდლაინების, პროტოკოლებისა და გზამკვლევების რეესტრის წარმოებისა და საჯაროობის უზრუნველსაყოფად, მინისტრი ნიშნავს პასუხისმგებელ მდივანს სამინისტროს თანამშრომლებიდან.

4. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს სხდომების მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს თავმჯდომარე. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში თავმჯდომარის გადაწყვეტილებით სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარის მოადგილე.

5. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, სხდომის მოწვევის თარიღს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე.

6. მიმდინარე საჭიროებებიდან გამომდინარე საბჭო შესაძლებელია შეიკრიბოს ელექტრონული ფორმატის/ონლაინფორმატის მეშვეობით.

7. კონკრეტული საკითხების აქტუალურობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებების განხორციელების და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, საბჭო უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფები როგორც საბჭოს წევრებისაგან, ასევე მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისგან.

8. საბჭოს სხდომა იმართება წინასწარ შედგენილი დღის წესრიგის მიხედვით, რომელსაც ადგენს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი.

9. საბჭოს სხდომა ელექტრონული ფორმატით/ონლაინფორმატით უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა.

10. საბჭოს წევრი შეიძლება ესწრებოდეს სხდომას/მონაწილეობდეს ელექტრონული ფორმატის/ონლაინფორმატის მეშვეობით საბჭოს მუშაობაში, ან საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას იღებდეს მისი უფლებამოსილი პირი.

11. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ განსახილველ საკითხს მხარს დაუჭერს წევრთა უმრავლესობა. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

12. საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა პირები.

13. სპეციალისტთა ჯგუფის მიერ თანდართული ფორმის მიხედვით შემუშავებული გაიდლაინები, პროტოკოლები და გზამკვლევები სამედიცინო სფეროს დარგობრივ ასოციაციებში ექსპერტიზის გავლის შემდგომ წარედგინება საბჭოს.

14. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმის/ელექტრონული ოქმის სახით, რომლის შედგენას უზრუნველყოფს საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი.

15. საბჭოს გადაწყვეტილებები სათანადოდ აისახება ოქმში/ელექტრონულ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი.

მუხლი 5. საბჭოს წევრები

საბჭოს წევრებს უფლება აქვთ:

ა) წინასწარ გაეცნონ განსახილველ საკითხებს;

ბ) განსახილველი საკითხების შესახებ გამოთქვან აზრი და მიაწოდონ საბჭოს თავისი წინადადებები;

გ) განახორციელონ კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

მუხლი 6. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი

ამ დებულებაში ცვლილება შეიტანება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

დანართი №2

კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის

 (გაიდლაინის) ფორმა

1. დაავადების დეფინიცია, სინონიმები, კლასიფიკაცია და ტერმინოლოგია (საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შევიდეს ამ დაავადების სხვადასხვა ფორმების და გართულებების დეფინიციებიც).

2. ეპიდემიოლოგია (მოკლე შეჯამება. ამავე თავში დასაშვებია პროგნოზიც). ეპიდემიოლოგია საქართველოსათვის – სასურველია.

3. ეტიოპათოგენეზი (მოკლე შეჯამება):

დაავადების სუბსტრატი/პათოგენეზი/გამომწვევები.

4. კლინიკური სიმპტომატიკა:

ა) სიმპტომების ჩამონათვალი;

ბ) დაავადების ტიპები (თუ ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის თვალსაზრისით);

გ) დაავადების გართულებები.

5. დაავადების დიაგნოზი:

ა) დიაგნოსტიკური კრიტერიუმი – მთავარი კლინიკური სიმპტომების და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობა, სადაც ეს შესაძლებელია;

ბ) დიფერენციალური დიაგნოზის ჩამონათვალი;

გ) სიმძიმის ხარისხი – მოკლედ.

6. გამოკვლევის სქემა (სასურველია – სპეციფიური გამოკვლევების თანმიმდევრობის ან ჩატარების დროის ჩვენებით, შეიძლება – ალგორითმის სახით).

7. მკურნალობის სქემა (პრეპარატის ჯგუფის დონეზე, თუმცა სასურველია სპეციფიკური ჩვენებების - ფორმების/გართულებების, ძირითადი პრეპარატების დოზირების და ხანგრძლივობის მიხედვით; აქვე უნდა იქნეს მითითებული ძირითადი გვერდითი მოვლენები და მკურნალობის შეზღუდვები. მკურნალობის სქემა შეიძლება შეჯამებულ იქნეს ალგორითმის სახით).

8. რეაბილიტაცია /მეთვალყურეობა – სადაც ეს მნიშვნელოვანია.

9. ეთიკურ-სამართლებრივი რეკომენდაციები*.

10. პრაქტიკაში ადაპტაციის და პროტოკოლების შემუშავების რეკომენდაციები*.

11. გაიდლაინის გადასინჯვის და განახლების ვადა (თუ სხვაგვარად არაა დასაბუთებული პირველწყაროში, სასურველია – 2 წელი).

12. გაიდლაინის მიღების ხერხი/წყარო

(პირდაპირი თარგმანი, ადაპტაცია, თუ სხვადასხვა გაიდლაინების შეჯერება).

13. ალტერნატიული გაიდლაინის მითითება (თუ არსებობს).

14. გამოყენებული ლიტერატურა (მტკიცებულების ხარისხის მითითებით, თუ შესაძლოა).

15. ავტორთა ჯგუფი.

დანართი №3

კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტის

 (პროტოკოლის) ფორმა

1. პროტოკოლის დასახელება

2. პროტოკოლით მოცული კლინიკური მდგომარეობები და ჩარევები

მიუთითეთ ყველა კლინიკური მდგომარეობა, ჩარევა და მომსახურება, რომელიც პროტოკოლშია აღწერილი

 

 

დასახელება

კოდი

1

კლინიკური მდგომარეობის დასახელება

კოდი ICD 10/ ICPC2

2

ჩარევის დასახელება

NCSP

3

ლაბორატორიული მომსახურების დასახელება

კოდი მოქმედი კლასიფიკაციის მიხედვით

3. პროტოკოლის შემუშავების მეთოდოლოგია

ა) პროტოკოლი შემუშავებულია [მიუთითეთ წყარო გაიდლაინების ზუსტი დასახელება, გამოცემის თარიღი] საფუძველზე, ბიბლიოგრაფიის მართვისთვის გამოიყენეთ APA სტილი;

ბ) მიუთითეთ, შეიტანა თუ არა პროტოკოლის ავტორთა ჯგუფმა რაიმე ცვლილება ორიგინალური გაიდლაინის რეკომენდაციებში და რატომ (ორიგინალური და შეცვლილი რეკომენდაციები და ცვლილების დასაბუთება შეგიძლიათ წარმოადგინოთ დანართი N1-ით);

გ) თუ პროტოკოლის ავტორთა ჯგუფს ორიგინალური გაიდლაინის რეკომენდაციები არ შეუცვლია, გააკეთეთ ამის შესახებ ჩანაწერი მეთოდოლოგიის ნაწილში.

4. პროტოკოლის მიზანი

პროტოკოლის მიზანია [მიუთითეთ კონკრეტული სფერო/მომსახურების სახე/კლინიკური მდგომარეობა] მართვის ხარისხის გაუმჯობესება.

5. სამიზნე ჯგუფი

პროტოკოლის რეკომენდაციები შეეხება:

[ რა ასაკის პაციენტებს და რომელი სამედიცინო პრობლემით]

6. ვისთვის არის პროტოკოლი განკუთვნილი

პროტოკოლი განკუთვნილია:

[რომელი სამედიცინო სპეციალობის და რა ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისთვის]

7. სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლის გამოყენების პირობები

[სამედიცინო დაწესებულების რომელ ქვედანაყოფში უნდა მოხდეს პროტოკოლის გამოყენება – მიმღები, საოპერაციო, პალატა და სხვ.]

[პროტოკოლის გამოყენება იწყება პაციენტის ჰოსპიტალიზაციისთანავე ან ჰოსპიტალიზაციიდან ან მომართვიდან რა ვადაში (სთ)]

8. რეკომენდაციები

მარტივი და გასაგები ენით ჩამოაყალიბეთ ყველა კლინიკური რეკომენდაცია.

გამოიყენეთ ალგორითმები, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების მიღებას.

თუკი ეს შესაძლებელია, მიუთითეთ რამდენად ხარჯთეფექტიანია რეკომენდაციაში აღწერილი ჩარევა.

9. მოსალოდნელი შედეგები

მიუთითეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კლინიკური გამოსავლები, რომელთა გაუმჯობესებას პროტოკოლის გამოყენების საფუძველზე ელოდებით. მაგ., პოსტოპერაციული თრომბოფლებიტით ავადობის შემცირება; ასპირაციული პნევმონიით ავადობის შემცირება; მიოკარდიუმის ინფარქტით გამოწვეული სიკვდილობის შემცირება და ა.შ.

10. აუდიტის კრიტერიუმები

რა კრიტერიუმებით შეაფასებთ მოხერხდება თუ არა მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლების მიღწევა ან მომსახურების პროცესების გაუმჯობესება?

მაგ., პაციენტების რა %-ს ჩაუტარდა რეკომენდებული ინტერვენცია მითითებულ ვადებში?

პაციენტების რა %-ში მოხერხდა სასურველი კლინიკური გამოსავლის მიღწევა?

აუდიტისთვის შერჩეული საზომები მარტივად შესაგროვებელი და თვლადი უნდა იყოს, რაც შესაძლებელს გახდის რუტინულად მის განხორციელებას. აუდიტის კრიტერიუმები შეიძლება შეეხებოდეს სამედიცინო მომსახურების სტრუქტურას, პროცესსა და გამოსავლებს. წარმოადგინეთ ფორმა, რაც აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის მარტივად შეგროვების საშუალებას მოგცემთ.

11. პროტოკოლის გადახედვის ვადები

მიუთითეთ რა ვადაში უნდა მოხდეს პროტოკოლის გადახედვა და განახლება. მაგ., თუ წყარო გაიდლაინის გადახედვა ორი წლის ვადაშია დაგეგმილია, მიზანშეწონილია, რომ პროტოკოლიც ამავე ვადაში გადაიხედოს.

12. პროტოკოლის დანერგვისთვის საჭირო რესურსი

მიუთითეთ [კლინიკური მდგომარეობის მართვა/სხვა მომსახურების სახე] განხორციელებისთვის აუცილებელი ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი დანართ 2-ში მითითებული ფორმით.

13. რეკომენდაციები პროტოკოლის ადაპტირებისთვის ადგილობრივ დონეზე

მიუთითეთ, რამდენად მისაღები იქნება რომ, პროტოკოლის რეკომენდაციები სამედიცინო დაწესებულების დონეზე, იქ არსებული რესურსისა და ტექნოლოგიების შესაბამისად შეიცვალოს.

14. პროტოკოლის ავტორები.

15. გამოყენებული ლიტერატურა.

დანართი №1

რეკომენდაციების ადაპტირების აუცილებლობის დასაბუთება

წყარო გაიდლაინის რეკომენდაცია

 

ადაპტირებული ვარიანტი

განმარტება

რეკომენდაცია 1

რეკომენდაცია 1 (ა)

რატომ მოხდა რეკომენდაციაში ცვლილების შეტანა [არ შეიძლება შეეხებოდეს რეკომენდაციებს, რომელიც ემყარება მაღალი ხარისხის მტკიცებულებებს; ადაპტირებას იოლად ექვემდებარება კონსენსუსზე ან შედარებით დაბალი ხარისხის მტკიცებულებებზე დამყარებული რეკომენდაციები]

დანართი №2

ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი

რესურსი

ფუნქციები/მნიშვნელობა

შენიშვნა

ადამიანური [მიუთითეთ ნებისმიერი პერსონალი, ვინც პროტოკოლის დანერგვაში უნდა მონაწილეობდეს]

აღწერეთ რა მიზნით ხდება ამათუ იმ რესურსის გამოყენება

რამდენად სავალდებულოა ამ რესურსის არსებობა

მიუთითეთ სპეციალობა

მაგ., XXX ექიმი

კლინიკური შეფასება

დიაგნოზის დადასტურება

პრევენციული ღონისძიებების შერჩევა

მედიკამენტური მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილება

მიმდინარე მეთვალყურეობა

 

ექთანი

მაგ., რისკის პროფილის შეფასება

რისკ-ფაქტორების, არამედიკამენტური მკურნალობის, პრევენციისა და მედიკამენტების გვერდითი ეფექტების თაობაზე პაციენტის კონსულტირება;

 

რეგისტრატორი

მაგ., მიმდინარე მეთვალყურეობისთვის პაციენტების გამოძახების უზრუნველყოფა;

 

მენეჯერი/ადმინისტრატორი

მაგ., პროტოკოლის დანერგვის ხელშეწყობა;

დანერგვაზე მეთვალყურეობა;

აუდიტის ჩატარება და შედეგების ანალიზი

 

მატერიალურ-ტექნიკური

 

 

 

რისკის შეფასების სქემა

რისკის პროფილის შეფასება

სავალდებულო

ლაბორატორია სისხლის საერთო, შარდის საერთო ანალიზის და ა.შ. ჩასატარებლად

მიუთითეთ რა მიზნით

სავალდებულო ან სასურველი

სადიაგნოსტიკო აღჭურვილობა (მაგ., რენტგენი, ულტრაბგერა, ეკგ და სხვ)

დიაგნოზის დადასტურება

რისკის შეფასება

მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და სხვ.

სავალდებულო ან სასურველი

პაციენტის საგანმანათ­ლებლო მასალები

პაციენტის ინფორმირება

სასურველი

დანართი №4

დაავადებათა მართვის კლინიკური გზამკვლევის ფორმა

1. კლინიკური გზამკვლევის აუცილებელი ელემენტებია:

•  მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი, რომელიც დამყარებული იქნება მეცნიერულ მტკიცებულებებზე, საუკეთესო პრაქტიკაზე, პაციენტის მოლოდინსა და მათ მახასიათებლებზე;

•  კლინიკური გზამკვლევების რეკომენდაციები უნდა ემყარებოდეს უახლეს მეცნიერულად დასაბუთებულ მტკიცებულებებს და გამომდინარეობდეს მოქმედი და სამინისტროს მიერ აღიარებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინებიდან (კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები);

•  იმ შემთხვევაში, თუ სამინისტროს მიერ კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის აღიარების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოცემულია განახლებული გაიდლაინი, გზამკვლევში უნდა აისახოს განახლებული რეკომენდაცია და მიეთითოს საერთაშორისო წყარო;

•  გზამკვლევი ნათლად უნდა აყალიბებდეს პაციენტის გზის გრაფიკულ აღწერას, მოქმედების ეტაპებს ჯანდაცვის სისტემაში, დაავადების პრევენციისა და მართვის სხვადასხვა საფეხურზე. ამასთან, უნდა იყოს დეტალური განმარტება თითოეული ეტაპის თაობაზე;

•  გზამკვლევში განმარტებული უნდა იყოს მრავალდისციპლინარული გუნდის წევრების როლი და ფუნქციები;

•  გზამკვლევში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ინტერვენციების ეტაპობრიობა – რა შეიძლება გაკეთდეს პირველადი ჯანდაცვის დონეზე (როგორც პრევენციული, ასევე დაავადების მართვის თვალსაზრისით), როდის ხდება რეფერალი სპეციალისტთან, როდის უნდა დადგეს ჰოსპიტალიზაციის საკითხი, რა ხდება პაციენტის ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგ და ვის გადაეცემა ამბულატორიულ პირობებში პაციენტზე ზრუნვის პასუხისმგებლობა;

•  გზამკვლევში უნდა აისახოს საკვანძო ინდიკატორები თითოეულ ეტაპზე მართვის ხარისხის შეფასებისთვის, ასევე განისაზღვროს ამ ინდიკატორებისთვის მონაცემთა წყაროები, შეგროვების წესი და პასუხისმგებელი უწყება;

•  რამდენიმე ალტერნატიული საერთაშორისო წყარო გაიდლაინის არსებობის შემთხვევაში, დასამტკიცებელი გზამკვლევებისთვის წყაროს შერჩევა უნდა მოხდეს შესაბამის პროფესიულ ასოციაციასთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციით;

•  გზამკვლევის მომზადებაში უნდა მონაწილეობდეს ყველა სპეციალისტი/ყველა ტიპის სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელი, რომელიც უნდა ჩაერთოს მართვის პროცესში.

2. გზამკვლევის ფორმა

) დაავადების პრევენცია –  საგანმანათლებლო/სარეკომენდაციო ღონისძიებებისა და პრევენციული კვლევების ალგორითმი;

) დაავადების დიაგნოზი:

ბ.ა) კლინიკური სიმპტომების ჩამონათვალი;

ბ.ბ) ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი;

ბ.გ) გამოკვლევის სქემა (სპეციფიური გამოკვლევების თანმიმდევრობის ან ჩატარების დროის ჩვენებით, შეიძლება – ალგორითმის სახით);

ბ.დ) დიაგნოსტიკა – მთავარი კლინიკური სიმპტომების და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული მონაცემების ერთობლიობა.

3. მკურნალობის სქემა – ალგორითმი (პრეპარატის ჯგუფის დონეზე, სპეციფიკური ჩვენებების - ფორმების/გართულებების, ძირითადი მედიკამენტების დოზირების და ხანგრძლივობის მიხედვით; აქვე უნდა იქნეს მითითებული ძირითადი გვერდითი მოვლენები და მკურნალობის შეზღუდვები).

4. მეთვალყურეობა/მონიტორინგი – ოჯახის ექიმთან (ასევე, მულტიდისციპლინარულ გუნდთან) ვიზიტისა და გამოკვლევების სქემა (ჯერადობა).

5. გართულებები ჩამონათვალი და მართვის ალგორითმი.

6. რეფერალიჰოსპიტალიზაციის ჩვენებები.

7. ჰოსპიტალური მართვა მიეთითოს რომელი კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინის მიხედვით (კლინიკური პრაქტიკის ეროვნული/საერთაშორისო რეკომენდაციები):

8. ჰოსპიტალიზაციის შემდგომი მონიტორინგი რეაბილიტაცია/მეთვალყურეობა.

9. ალგორითმის ანოტაციები.

10. გზამკვლევის პრაქტიკაში დანერგვისთვის საჭირო ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესური.

11. გზამკვლევის დანერგვის შეფასებისთვის ძირითადი ინდიკატორები (კლინიკური აუდიტის კრიტერიუმები).

12. გზამკვლევის გადასინჯვის და განახლების ვადა (თუ სხვაგვარად არაა დასაბუთებული პირველწყაროში, სასურველია – 2 წელი).

13. გზამკვლევის შემუშავებისას გამოყენებული წყარო გაიდლაინები.