„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2-283
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/05/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2023
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016794
2-283
16/05/2023
ვებგვერდი, 16/05/2023
360160000.22.023.016794
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-283

2023 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :

მუხლი 1

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის №2-742 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/09/2018, 360160000.22.023.016545) შეტანილი იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის მესამე პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და საჯარო განხილვის ჩატარების უზრუნველყოფა;“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახური.“.

3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 პუნქტი:

„32. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის სამსახური:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების/დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობასა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯარო განხილვების ჩატარებას;

ბ) მონაწილეობს სტრატეგიული დოკუმენტის პროექტისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვაში;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვეყნებს საქმიანობის განმახორციელებლის მიერ საქმიანობის შემდგომი ანალიზის შედეგებს/დოკუმენტებს;

დ) საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციას ათავსებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე, აგრეთვე საქმიანობის განმახორციელებლის განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს ათავსებს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – უზრუნველყოფს მათი ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომობას;

ე) მართავს გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალს და ხელს უწყობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ამ პორტალზე განთავსებას;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო განხილვების ჩასატარებლად საჭირო ტექნიკურ მხარდაჭერასა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას;

ზ) ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ ადგენს ოქმებს;

თ) ჩატარებული საჯარო განხილვების შესახებ აწარმოებს სტატისტიკურ მონაცემებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია