საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2882-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 200000000.05.001.020858
2882-XIმს-Xმპ
16/05/2023
ვებგვერდი, 23/05/2023
200000000.05.001.020858
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მსუბუქი ავტომობილისთვის (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) და მოტოციკლისთვის (მოპედის ჩათვლით) – მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით;“.

2. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-4 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„

 

 

 

 

    4

მსუბუქი ავტომობილი (გარდა სპორტული დანიშნულების ავტომობილისა და კლასიკური ავტომობილისა) (დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების წელსა და მსუბუქი ავტომობილის გამოშვების წელს შორის სხვაობის მიხედვით, ხოლო იმპორტის შემთხვევაში – საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის წელსა და მსუბუქი ავტომობილის   გამოშვების   წელს   შორის   სხვაობის   მიხედვით),   ძრავის   მოცულობის 1 სმ ​3

8703

ა) 1 წლამდე

1 სმ ​ 3

1.5

ბ) 1 წლის

1 სმ ​ 3

1.5

გ) 2 წლის

1 სმ ​ 3

1.5

დ) 3 წლის

1 სმ ​ 3

1.4

ე) 4 წლის

1 სმ ​ 3

1.2

ვ) 5 წლის

1 სმ ​ 3

1.0

ზ) 6 წლის

1 სმ ​ 3

0.8

თ) 7 წლის

1 სმ ​ 3

0.8

ი) 8 წლის

1 სმ ​ 3

0.8

კ) 9 წლის

1 სმ ​ 3

0.9

ლ) 10 წლის

1 სმ ​ 3

1.1

მ) 11 წლის

1 სმ ​ 3

1.3

ნ) 12 წლის

1 სმ ​ 3

1.5

ო) 13 წლის

1 სმ ​ 3

1.8

პ) 14 წლის

1 სმ ​ 3

2.1

ჟ) 14 წელზე მეტის

1 სმ ​ 3

2.4

                                                                                          “;                       

ბ) მე-9 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 ნაწილი:

„10. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული კლასიკური ავტომობილისთვის აქციზის  განაკვეთია 1.0 ლარი ძრავის მოცულობის 1 სმ3-ზე.“.

მუხლი 2. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა 2023 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო კანონქვემდებარე აქტების მიღება/გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამავე კანონთან შესაბამისობა.

მუხლი 3

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მაისი 2023 წ.

N2882-XIმს-Xმპ