საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2886-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 040000000.05.001.020865
2886-XIმს-Xმპ
16/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
040000000.05.001.020865
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 1100-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1100. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა

1. გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელსა და სამრეწველო ნიმუშზე უფლებათა დაცვა ხორციელდება შესაბამისად პატენტის ან მოწმობის გაცემით, საქართველოს საპატენტო კანონის თანახმად.

2. პატენტის ან მოწმობის მიღების უფლება აქვს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის ავტორს (გამომგონებელს) ან სამრეწველო ნიმუშის ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს.

3. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, სამრეწველო ნიმუშის ავტორობის უფლება განუსხვისებელი და უვადო უფლებაა.

4. პატენტის ან მოწმობის მოქმედების ვადის განმავლობაში მის მფლობელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მაისი 2023 წ.

N2886-XIმს-Xმპ