,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017072
32
15/05/2023
ვებგვერდი, 15/05/2023
280120000.22.026.017072
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №32

2023 წლის 15 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 16 დეკემბრის №90 ბრძანებით (ვებგვერდი 16/12/2016, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016445) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:

„გ.ვ) G-7 სამსახური;“;

ბ) მეორე პუნქტის „გ.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ბ) G-3 სამსახური:

გ.ბ.ა) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში დაგეგმილი ეროვნული და საერთაშორისო სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას, კომპეტენციის ფარგლებში;

გ.ბ.ბ) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მომზადების გეგმების შემუშავებას და საბრძოლო მზადყოფნის დონის ასამაღლებლად სწავლებების ჩატარებას;

გ.ბ.გ) შეიმუშავებს სარდლობის სტრუქტურული ერთეულების სტანდარტულ სამოქმედო პროცედურებს;

გ.ბ.დ) ახორციელებს სარდლობის ქვედანაყოფების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტროლს;

გ.ბ.ე) ახორციელებს სარდლობის საბრძოლო მზადყოფნის სტატუსის შეფასებას და საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგს.“;

გ) მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ვ“ ქვეპუნქტი:

„გ.ვ) G-7 სამსახური:

გ.ვ.ა) უზრუნველყოფს სასწავლო პროცესისა და საბრძოლო მომზადების წარმართვისათვის საორგანიზაციო მეთოდური მითითებისა და ძირითადი ღონისძიებების გრძელვადიანი/მოკლევადიანი გეგმა-კალენდარის მომზადებას;

გ.ვ.ბ) უზრუნველყოფს სარდლობის სამხედრო სასწავლო პროგრამების განხილვას და აღიარების პროცესში მონაწილეობის მიღებას;

გ.ვ.გ) ახორციელებს სასწავლო და შეფასების პროცესის  მონიტორინგს, ამ მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ – „კ“, „მ“ და „ნ“  ქვეპუნქტებში მითითებულ სტრუქტურულ ერთეულებში, უზრუნველყოფს ჩატარებული სასწავლო კურსების ანალიზს და მიღებული გამოცდილების გაზიარებას;

გ.ვ.დ) უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებში მიღებული ახალი სამხედრო შეიარაღებისა და ტექნიკის სისტემების შესწავლისა და მათი სასწავლო პროგრამის შემუშავების პროცესის კოორდინაციას;

გ.ვ.ე) უზრუნველყოფს სამხედრო განათლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

გ.ვ.ვ) უზრუნველყოფს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების გადასროლისწინა მომზადების/გადამზადების და შეფასების პროცესის მონიტორინგს;

გ.ვ.ზ) კოორდინაციას უწევს ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინალური  სახელმძღვანელოების შემუშავებას;

გ.ვ.თ) შეიმუშავებს, თვის და კვირის ძირითადი ღონისძიებების გეგმას;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე