დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 21
დოკუმენტის მიმღები დუშეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016046
21
28/04/2023
ვებგვერდი, 08/05/2023
000000000.00.152.016046
დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ
დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

განკარგულება №21

2023  წლის   28 აპრილი

ქ. დუშეთი

დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში  მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების  შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულომ გადაწყვიტა:

1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭონქაძის   ადმინისტრაციულ  ერთეულში  შემავალ სოფლებში: არაგვისპირში, ბოდორნაში, მჭედლიანთკარში, იორში, ქვემო აშში, ახალაანში, ქარაულებში, მგლიანში, ნანიაანში,  ჯავახიანთკარში, ქერანაში, ველთაურთკარში, ვეძათხევში, ოქრუაანში, დუდაურებში, ახალ ტონჩაში, არღუნში მდებარე  უსახელო ქუჩებს  მიენიჭოს სახელები დანართი №1-ისა  და  წარმოდგენილი  რუკების შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება .

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში და გამოქვეყნებულ იქნეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი:  ქ.მცხეთა, სამხედროს ქუჩა  №17 ).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                     კახაბერ ჩიტაური