დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში ,,ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 309 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 19/05/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 230.210.000.11.117.006.481 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.11.117.006.481
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №309
2004 წლის 4 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილისა და დროის განსაზღვრის შესახებ” ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 77-ე მუხლისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურისა და რეფორმის პირველი რიგის ღონისძიებების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 2 აგვისტოს №358 ბრძანებულების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების, საბაჟო გაფორმების ადგილებისა და დროის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 13 ივნისის №309 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2003 წ., №56, მუხ. 489) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. ბრძანების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საბაჟო გაფორმების დროდ განისაზღვროს 10 საათიდან 18 საათამდე, თუ ამ ბრძანებით სხვა რამ არ არის დადგენილი. დაინტერესებული პირის თხოვნით, მისი ხარჯითა და საბაჟო ორგანოს წერილობითი თანხმობით, საბაჟო გაფორმება შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოს არასამუშაო დროსაც.”
2. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო „დასავლეთის” გაფორმების განყოფილებას განესაზღვროს სადღეღამისო (24 საათი) სამუშაო დრო.”.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები