სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 3 23 00001076
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 26/04/2023
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2023
სარეგისტრაციო კოდი
REG 3 23 00001076
26/04/2023
ვებგვერდი, 08/05/2023
სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  № REG 3 23 00001076

2023 წლის 26 აპრილი

ქ. თბილისი

სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 22-ე მუხლის, მე-6 პუნქტის და მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს    საჯარო სამართლის    იურიდიული    პირის    -    სამედიცინო    და    ფარმაცევტული    საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 2020 წლის 22 დეკემბრის N 02-2193/ო ბრძანება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს ,,კარდიოექსპრესზე“ (ს/კ 211333109; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა N31-33) გაცემული ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია“ (სალიცენზიო მოწმობა N000019) .

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიებისა და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში( ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)

5. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.

საფუძველი: შპს ,,კარდიოექსპრესის“ (ს/კ 211333109) დირექტორის, გიორგი კაჭარავას განცხადებები: N39233, 16.01.2023წ;. N174137, 16.02.2023წ; N217153, 28.02.2023წ.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                      კახაბერ შალიკაძე