დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 26 |
| დოკუმენტის მიმღები | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.116.016001 |
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-8 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. განხორციელდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდება №1 და №2 დანართების შესაბამისად. /თან ერთვის/. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე, მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში (მისამართი ქ. ცაგერი, რუსთაველის ქუჩა №69) კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რ. ხეცურიანი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები