ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 23/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016678
22
05/05/2023
ვებგვერდი, 08/05/2023
010250050.35.105.016678
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2023 წლის 5 მაისი

ქ. ზუგდიდი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის  20 იანვრის  №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 24/01/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.105.016661) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მარტოხელა მშობლის დახმარება, რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე  ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ)არასრულწლოვანის პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ბარათი;

ე)  მარტოხელა მშობლის  სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა