„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2888-XIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/06/2023
სარეგისტრაციო კოდი 050030010.05.001.020867
2888-XIმს-Xმპ
16/05/2023
ვებგვერდი, 01/06/2023
050030010.05.001.020867
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 050030010.05.001.018697) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს საავტორო და მომიჯნავე უფლებების, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლებების, გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლებების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლებების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლებების ან/და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევით წარმოებული პროდუქციის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტის, საწყობის, თავისუფალი ზონის, რეექსპორტისა და ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების შესაბამისად გადაადგილებისას (შემდგომ – გადაადგილება) სპეციალურ სასაზღვრო ღონისძიებათა გამოყენების წესს. იგი ეფუძნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში დადებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების დებულებებს სპეციალური სასაზღვრო ღონისძიებების თაობაზე.“.

2. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უფლების მფლობელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს საავტორო ან მომიჯნავე უფლება, მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება, დიზაინზე განსაკუთრებული უფლება, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლება, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე (მათ შორის, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელებულია) განსაკუთრებული უფლება, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლება, სელექციონერის განსაკუთრებული უფლება ან/და საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლება;“;

ბ) „გ.თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.თ) პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული პროდუქცია – საქართველოში კანონით დადგენილი წესით პატენტით დაცულ გამოგონებაზე ან რეგისტრირებულ სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით დამზადებული პროდუქტი, რომლითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლება;“;

გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ორიგინალი საქონელი – პროდუქცია, რომელიც არ არის საავტორო და მომიჯნავე უფლებების, დიზაინზე განსაკუთრებული უფლების, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლების, გამოგონებაზე ან სასარგებლო მოდელზე განსაკუთრებული უფლების, სელექციონერის განსაკუთრებული უფლების, საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე ან სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მაისი 2023 წ.

N2888-XIმს-Xმპ