დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2884-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 16/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/06/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 440000000.05.001.020869 |
|
„ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.07.2016, სარეგისტრაციო კოდი: 440000000.05.001.018203) მე-20 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე მიღებული პატენტიდან ან/და სასარგებლო მოდელზე მიღებული მოწმობიდან გამომდინარე უფლების მიმართ საჯარო ინტერესის დაცვა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გამოგონებაზე პატენტის ან/და სასარგებლო მოდელზე მოწმობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სახელმწიფო დაფინანსების მიმღებ პატენტის ან მოწმობის მფლობელს, მის უფლებამონაცვლეს ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელს სთხოვოს სათანადო განმცხადებელზე/განმცხადებლებზე ლიცენზიის გაცემა და, თუ აღნიშნული პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი უარს განაცხადებს ამ თხოვნის დაკმაყოფილებაზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაიცვას საჯარო ინტერესი და თავად გასცეს ლიცენზია: ა) თუ პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი გონივრულ ვადაში არ განახორციელებს გამოგონების ან სასარგებლო მოდელის შესაბამის სფეროში პრაქტიკული გამოყენებისთვის აუცილებელ, ეფექტიან ღონისძიებებს ან თუ ასეთი ღონისძიებების გონივრულ ვადაში განხორციელება მოსალოდნელი არ არის; ბ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, ეროვნული თავდაცვის, სტიქიური უბედურების, კატასტროფის, ეპიდემიის საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, რომლებსაც პატენტის ან მოწმობის მფლობელი, მისი უფლებამონაცვლე ან ექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მფლობელი ან მათი ლიცენზიატები ვერ აკმაყოფილებს (ვერ აკმაყოფილებენ).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 16 მაისი 2023 წ. N2884-XIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები