დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | ხაშურის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/05/2023 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2023 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.143.016666 |
|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის და 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
შეტანის იქნეს ცვლილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის №32 დადგენილების (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, 20/12/2022, 190020020.35.143.016652) დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი
|
თავი I მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები
|
მუხლი 1.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით
|
მუხლი 3.
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 34 458.20 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 23 712.60 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8417,70 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 2 327.9 ათასი ლარის ოდენობით
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 17 522.57 ათასი ლარის ოდენობით, შესაბამისად გაზრდილია ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლები, რამდენადაც ასიგნებები გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისათვის ადამიანური რესურსების პოტენციური ზრდისათვის.
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 21 808.71 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 22 108.71 ათასი ლარის ოდენობით;
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 300,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
1.4. მთლიანი სალდო, ანუ ნაერთი ბიუჯეტი პროფიციტურია და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო –
4 873.08 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 5 313.35 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება – 440.27 ათასი ლარის ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017-2018 – 2021-2022 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას.
1. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს აღებული სესხით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის პროექტის“ ქონების გადაცემის ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის გადახდა დაიწყო 2019 წლის ოქტომბერში და დასრულდება 2026 წლის აპრილში. 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში იქნება 179,70 ათასი ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – 128,36 ათასი ლარი. 2. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს აღებული სესხით სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული ,,საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ,,ქ. ხაშურში მე-7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია“, რომლის გადახდა დაიწყო 2018 წლის დეკემბერში და დასრულდება 2027 წლის მაისში 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში იქნება 286,24 ათასი ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – 232,99 ათასი ლარი. 3. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წლის „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა“ და ხაშურის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული „საინვესტიციო დაფინანსების ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდა „ქ. ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა“ რომლის გადახდა დაიწყო 2022 წლის ივლისში და დასრულდება 2029 წლის ივნისში 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სასესხო ვალდებულებების საპროგნოზო მოცულობა ჯამში იქნება 3009,69 ათასი ლარი, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით – 2674,01 ათასი ლარი.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 30,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი – 415,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 117.8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 294.2 ათასი ლარი; გ) სარიტუალო მომსახურება 3,0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში, შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის პროგრამები და 2023-2026 წლების პრიორიტეტები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის პროგრამები და 2023-2026 წლების პრიორიტეტები
|
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები
(პროგრამული კოდი 01 00)
ინფრასტრუქტურის განვითარება (პროგრამული კოდი 02 00)
ინფრასტუქტურული პროექტების მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა, თუ ადგილობრივ
დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ერთერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს გარემოს დაცვა და დასუფთავება, მწვანე ნარგავების, სკვერების, წყლის სისტემების და შადრევნების მოვლა-პატრონობა, განვითარება.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
1994 წელს ბავშვთა უფლებების დეკლარაციის რატიფიცირებით საქართველომ დაადასტურა რომ აღიარებს ყოველი ბავშვის
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00)
მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. შესაბამისად
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00)
ადამიანზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის მთავარი მიღწევა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
|
თავი III
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
მუხლი 17.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები
|
მუხლი 18.
ასიგნებების დაფინანსება
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით დაევალოს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების გადასახდელების დაფინანსება განახორციელოს ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესაბამისად.
|
მუხლი 19.
ასიგნებების გადანაწილება
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად.
|
მუხლი 20.
სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 21.
დავალიანებების ანაზღაურება
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდები დაფინანსდება წინა წლების აღიარებული დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები.
წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2023 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. |
მუხლი 22.
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებლების ნუსხა
|
პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება.
|
მუხლი 23.
ხარჯთაღრიცხვების წარდგენა
|
დაევალოთ ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სტრუქტურული ერთეულებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ბიუჯეტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უზრუნველყონ საფინანსო გეგმების, ინდივიდუალური ხარჯთაღრიცხვების წარდგენა საფინანსო საბიუჯეტო სამსახურში.
|
მუხლი 24.
კვარტალური განწერა
|
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 82–ე მუხლის თანახმად ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურმა მოამზადოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის კვარტალური განწერა საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები