„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.165.016453
7
04/05/2023
ვებგვერდი, 05/05/2023
010250020.35.165.016453
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2023 წლის 4 მაისი

ქ. საგარეჯო

„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05.02.2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.165.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილებები:

1. დადგენილების დანართის მე-3 მუხლის მეორე პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს  კანონმდებლობით  დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში და მერიის დებულების საფუძველზე, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, მათ შორის მშენებლობის შეჩერების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს.“

2. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოში მოქმედი ტექნიკური და სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი,  მათ მიმართ კანონით განსაზღვრული საჯარიმო სანქციების გამოყენება; შენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლი;“.

3. დადგენილების დანართის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის  „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილელა მარიდაშვილი