დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.137.016647 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის №88 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2017 010250000.35.137.016345) კერძოდ:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების/პრაქტიკის გავლის წესი“ დანართი 1-ის შესაბამისად“ ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 დამტკიცდეს „სასწავლო პრაქტიკაზე განაცხადის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად.“ გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 32 მუხლი: „მუხლი 32 დამტკიცდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სასწავლო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა“ დანართი 5-ის შესაბამისად. დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართი1 ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად ე) დადგენილებას დაემატოს დანართი 4 და დანართი 5 თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი 1
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების/პრაქტიკის გავლის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულება 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესს და პირობებს, „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებისაგან დამოუკიდებლად. 2. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მიზანია უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში; გ) სასწავლო პრაქტიკა - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ წესით რეგულირებული აუნაზღაურებელი მოკლევადიანი საქმიანობა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით; დ) პრაქტიკოსი - პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სასწავლო პრაქტიკას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში; ე) კანდიდატი – პირი, რომელიც ბიუროს ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე წარმოადგენს განცხადებას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის სურვილის შესახებ; ვ) უშუალო ხელმძღვანელი – ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის ან პრაქტიკანტის საქმიანობას. მუხლი 3. სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის საერთო წესი და სტაჟიორის/პრაქტიკანტის სტატუსი 1. მერიაში სტაჟიორად პირი მიიღება შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც წარედგინება ბიუროს, ადმინისტრაციული ვებგვერდის მეშვეობით ან მერიაში, განაცხადის შეტანის საფუძველზე. 2. სტაჟიორად მიიღება უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი შესაბამისი სპეციალობის მიხედვით ანდა პირი, რომელსაც დასრულებული აქვს პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური. 3. კანდიდატი სტაჟირების გავლისათვის უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: ა) უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება, ან უნდა იყოს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ანდა დასრულებული უნდა ქონდეს პროფესიული განათლების ერთ-ერთი საფეხური; ბ) იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე; გ) სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას; დ) ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს; 4. სტაჟირების გავლის კანდიდატი მერიის ადმინისტრაციის სამსახურს წარუდგენს შემდეგ საბუთებს: ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ანდა პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი პროფესიული სასწავლებიდან. დ) CV; ე) ორი ფოტოსურათი (3X4). 5. განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან. 6. კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს მერი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მერი განსაზღრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას. 7. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში ბიუროს ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით – მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება ყოველწლიურად, ორ ნაკადად. პირველი, შემოდგომის ნაკადი მიიღება სექტემბერში, ხოლო მეორე, გაზაფხულის ნაკადი – მარტში. სტაჟიორთა მისაღებად პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადის შეტანის საშუალებით - მერიაში სტაჟიორთა მიღება განხორციელდება განაცხადის შეტანის ნებისმიერ პერიოდში. 8. მერია შესაბამისი ნაკადისათვის გათვალისწინებული ვადის დაწყებამდე 1 თვით ადრე ბიუროს მიაწვდის ინფორმაციას არსებულ სტაჟიორთა კვოტისა და პროფილის შესახებ. 9. რეგისტრაციის გავლის შემდეგ სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ახორციელებს სტაჟიორების გადანაწილებას სტრუქტურულ ერთეულებში შესაბამისი პროფილის მიხედვით. 10. სტაჟირება ერთჯერადი ხასიათისაა, ტარდება სასწავლო/პროფესიული გამოცდილების მიღების მიზნით და ანაზღაურების გარეშე. 11. პრაქტიკანტად მიიღება პირი სასწავლო დაწესებულების მომართვის საფუძველზე. 12. სასწავლო პრაქტიკის გავლის კანდიდატი მერიის ადმინისტრაციის სამსახურს წარუდგენს შემდეგ საბუთებს: ა) მომართვა უმაღლესი სასწავლებლიდან; ბ) განცხადება სასწავლო პრაქტიკის გავლის შესახებ; გ) CV; დ) ფოტოსურათი (ზომით 3х4) 13. სასწავლო პრაქტიკის ვადა და სამუშაო დრო განისაზღვრება სასწავლო დაწესებულებასთან შეთანხმებით. სასწავლო პრაქტიკის ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ თვეს. 14. კანდიდატი გადის გასაუბრებას შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან. გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს მერი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელთან შეთანხმებით 15. სასწავლო პრაქტიკის გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა. მუხლი 4. სტაჟიორთა კვოტა და სტაჟირების ვადა 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს მერიის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა 10%- ით. 2. სტაჟირების ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. ბიუროს გარდა, მერიაში სტაჟიორთა მიღება ხდება მსურველთა მიერ მერიაში განაცხადით მიმართვის საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში სტაჟირება არ უნდა აღემატებოდეს 1 წელს 4. სტაჟიორის სამუშაო დღეებად განისაზღვრება დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. 5. სტაჟიორისთვის ხუთდღიანი სამუშაო კვირის პირობებში, ყოველდღიური მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დღეში 8 საათით, ერთსაათიანი შესვენებით. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო. 6. სამუშაო დღე იწყება 9:00 საათზე და მთავრდება 18:00 საათზე. 7. შესვენების დრო განისაზღვრება 13:00 საათიდან 14:00 საათამდე. 8. სტაჟიორს შეუძლია უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვროს სტაჟირების გავლის განსხვავებული გრაფიკი. მუხლი 5. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები 1. სტაჟიორს/პრაქტიკანტს უფლება აქვს, ხელმძღვანელის თანხმობით: ა) გაეცნოს მერიის სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილების მომზადების პროცესში; ბ) გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, მათ შორის საარქივო მასალას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა); გ) დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; დ) უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები; ე) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის მიმდინარეობისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ, დასაბუთებული წერილობითი ფორმით, შეატყობინოს საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებები. 2. სტაჟიორი/პრაქტიკანტი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრა ხელმძღვანელის მიერ და რომელიც გამომდინარეობს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის სპეციფიკიდან; ბ) დაიცვას მერიის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები; გ) გამჟღავნებისგან დაიცვას სხვისი პერსონალური მონაცემები, სახელმწიფო, კომერციული და პროფესიული საიდუმლოებები, რომლებიც მისთვის სტაჟირების გავლის დროს გახდა ცნობილი; მუხლი 6. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობა სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიმართ 1. მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები სტაჟიორს/პრაქტიკანტს უქმნიან სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სტაჟიორის/პრაქტიკანტის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია: ა) პირადად აკონტროლოს სტაჟიორის/პრაქტიკანტის საქმიანობა; ბ) პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით; გ) ხელი შეუწყოს სტაჟიორს/პრაქტიკანტს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში; დ) სტაჟიორის/პრაქტიკანტის ყოველდღიური საქმიანობის ზედამხედველობას ახორციელებს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ უშუალო ხელმძღვანელად დანიშნული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც მოთხოვნის შემთხვევაში სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს სტაჟიორის/პრაქტიკანტის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ. მუხლი 7. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტა 1. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია: ა) სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟირების გავლის ადგილზე გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება. 2. სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მერი, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე. მუხლი 8. სტაჟირების დასრულება 1.სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2. სტაჟიორის დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. მუხლი 9. სასწავლო პრაქტიკის დასრულება 1. სასწავლო პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ, მერი სტრუქტურული ერთეულის უფროსის რეკომენდაციით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) სასწავლო პრაქტიკის შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სასწავლო პრაქტიკის შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 2. სასწავლო პრაქტიკის წარჩინებით გავლის შემდეგ პრაქტიკანტს გადაეცემა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა. |
დანართი 4
|
სასწავლო პრაქტიკაზე განაცხადის ფორმა
1. გვარი, სახელი ------------------------------------------------------------------- 2. დაბადების ადგილი, თარიღი --------------------------------------------------------- 3. მოქალაქეობა -------------------------------------------------------------------- 4. პირადობის მოწმობის ნომერი -------------------------------------------------------- 5. ოჯახური მდგომარეობა --------------------------------------------------------------- 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი: ------------------------------------------------------------------------------
7. რომელ უცხო ენებს ფლობთ? -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: ------------------------------------------------------------------------------------------------- 9. მერიის რომელ სტრუქტურულ ერთეულში გსურთ სასწავლო პრაქტიკის გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით. -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- -------------------------------------------------------------------------------------------------- 10. გთხოვთ ცალკე წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; ბ) CV; გ) ფოტოსურათი (ზომით 3х4); დ)ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ უმაღლესი სასწავლებლიდან
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი
------------------------------------------ --------------------
ხელმოწერა თარიღი
|
დანართი 5
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში სასწავლო პრაქტიკის
გავლის დამადასტურებელი
ცნობა
ცნობა გადაეცემა ------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი)
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ---------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეულის დასახელება)
სასწავლო პრაქტიკის კურსის წარმატებით დასრულებისათვის
ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი
------------------------------------------ --------------------
ხელმოწერა თარიღი
სასწავლო პრაქტიკის ხელმძღვანელი
ხელმოწერა
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები