„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 28/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017050
28/ნ
04/05/2023
ვებგვერდი, 04/05/2023
470230000.22.035.017050
„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №28/ნ

2023 წლის 4 მაისი

ქ. თბილისი

 

„ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, 470230000.22.035.016573) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
მუხლი 1. ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და წარმოების წესის განსაზღვრის შესახებსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 3 იანვრის №01-1/ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, 470230000.22.035.016573) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. ბრძანების მე - 2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2

1.  ყველა სტაციონარული (.., ყველა სტაციონარული დაწესებულების ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული) და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ყველა იდენტიფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში, ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული (.., ყველა სტაციონარული დაწესებულების ფაქტობრივ მისამართზე განთავსებული ამბულატორიულ-სტრუქტურული ერთეული) და ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასთან ერთად ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის კალკულაციის მოდულში ასახოს სამედიცინო შემთხვევასთან (ეპიზოდთან) დაკავშირებული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ამ ბრძანების №2 დანართის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი არ ვრცელდება:

)  სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიმწოდებლებზე;

) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სერვისის მიმწოდებლებზე (სოფლის ექიმი, ოჯახის ექიმი);

) სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში კაპიტაციის წესით დაფინანსებული ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებლებზე;

) ამბულატორიულად/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მაღალი რისკის შემცველი დერმატოკოსმეტოლოგიური სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებზე;

ე) ამავე ბრძანების დანართი №1-ით განსაზღვრულ შემთხვევებზე.

4. ბრძანების გამოქვეყნებიდან 2023 წლის  31 ივლისის ჩათვლით ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში მონაცემების (დანართი №1 და დანართი 2-ით მოთხოვნათა შესაბამისად) გადაცემა განხორციელდეს საპილოტე რეჟიმში და სამედიცინო დაწესებულებებზე არ გავრცელდეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლისა და სხვა ზედამხედველობითი ღონისძიებები, ასევე, საჯარიმო სანქციები.“.

2 . ბრძანების 21, მე-3, მე-4, 41 , მე-5,  51 ,  52 და 53 მუხლები ამოღებულ იქნეს.

3. ბრ ძანებით დამტკიცებული №1 დანართის ( ,, ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) ფუნქციონირებისა და   წარმოების წესი ) მე-3 მუხლის:

ა)  მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. EHR სისტემის მომხმარებელია სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (შემდგომშისააგენტო) ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ზედამხედველობის განხორციელების და კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულების მიზნით.“;

ბ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს   შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. EHR სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ    ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო.“.

4. ბრძანებას   1 დანართ ის შემდეგ დაემატოს   დანართი 2 (,,სამედიცინო შემთხვევის (ეპიზოდის) კალკულაციის წარმოების წესი“) და ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით.  

,,დანართი 2

სამედიცინო შემთხვევის (ეპიზოდის) კალკულაციის წარმოების წესი  

1. სამედიცინო შემთხვევის (ეპიზოდის) კალკულაცია შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

ა) პირდაპირი ხარჯები:

ა.ა) სამედიცინო შემთხვევაში (ეპიზოდში) მონაწილე სამედიცინო პერსონალის (გარდა მოწვეული სპეციალისტების კონსულტაციებისა) ხელფასი;

ა.ბ) კონსულტაციები (მოწვეული სპეციალისტები);

ა.გ) ლაბორატორიული (მათ შორის ჰისტომორფოლოგიური) გამოკვლევები;

ა.დ) დანიშნულება (სამკურნალო საშუალებები);

ა.ე) სისხლის კომპონენტები;

ა.ვ.)სამედიცინო საგნები;

ა.ზ.) პაციენტის კვება.

ბ) არაპირდაპირი ხარჯები:

ბ.ა.) ადმინისტრაციის და დამხმარე პერსონალის ხელფასი;

ბ.ბ.) ოპერირების ხარჯები;

ბ.გ.) უძრავი ქონების ამორტიზაცია/ცვეთა;

ბ.დ.) სამედიცინო და არასამედიცინო აღჭურვილობის ამორტიზაცია/ცვეთა.

  გ) ფასნამატი.

2. ყოველი კომპონენტის ხარჯი (გარდა ლაბორატორიული გამოკვლევებისა) დაითვლება დასკვნითი (ძირითადი და თანმხლები) დიაგნოზების/დაავადებების ჭრილში; ამიტომ მათზე აუცილებელია დასკვნითი დიაგნოზებიდან არჩეული ერთი დიაგნოზის მითითება.

3. თუ კალკულაციის პირდაპირი ხარჯების კომპონენტში შემავალი კვლევა/პროცედურა/სამკურნალო საშუალება განკუთვნილია ერთდროულად ერთზე მეტი დაავადების (მათ შორის ძირითადი დაავადების) სამკურნალოდ, მაშინ მასზე მიეთითება ძირითადი დაავადება.

4. ლაბორატორიული გამოკვლევების ხარჯების შეტანისას კონკრეტული დასკვნითი დიაგნოზის მითითება არ ხდება, რადგან მისი ხარჯები მთლიანად ეპიზოდის ნაწილად ითვლება.

5. სამედიცინო საგნების ხარჯების მითითებისას სამედიცინო საგნების არჩევა ხდება სისტემაში არსებული სამედიცინო საგნების ცნობარიდან.“.


მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი