დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 18 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/05/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016621 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016425) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილების დანართი №1-ის:
1. მე-3 მუხლის „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 771, 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 150-1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529 და 1534 მუხლებით, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გამოვლენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამავე კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.“. 2. მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556, 771, 772 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 1191 მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილით, 1341, 1461, 148-ე (გარდა მე-3 ნაწილისა) და 150-1501 მუხლებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529 და 1534 მუხლებით, 1561, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 159-ე, 1591 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების გამოვლენას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვას და დამრღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადებას ამავე კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ნორმების დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები