დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის N70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 86 |
| დოკუმენტის მიმღები | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 02/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310050000.54.066.016302 |
|
„სპეციალური ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 31 მარტის №70 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 01/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016219) დამტკიცებულ „სპეციალური ნებართვის გაცემის წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
41-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ჰყავდეს სახიფათო ტვირთების გადაზიდვის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც უნდა გააჩნდეს ტექნიკური ინსტრუქციების მოთხოვნების შესაბამისად, სწავლების მე-6 კატეგორიის ვადიანი სერტიფიკატი (თუ ამგვარი სერტიფიკატი გაცემულია 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, მაქსიმუმ 2-წლიანი ვადით) ან სხვა ალტერნატიული სწავლების დამადასტურებელი ვადიანი სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება, რომ ამგვარი სწავლებით პირს მიეწოდა ყველა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად განსახორციელებლად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები