დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/05/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016496 |
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 იანვრის №2 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/01/2023, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016486) და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სხვა დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ექიმის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით, ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა;“. 2. მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრის მომსახურების პროგრამებში (ან სხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში (0-18-მდე) ჩართული ბენეფიციარებისთვის სერვისის მისაღებად ტრანსპორტირების ხარჯების (სრული ან ნაწილობრივი) ანაზღაურება; დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია ქალაქიდან დაშორებული ნებისმიერ სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ვინაიდან რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ერთხელ გადადგილდება ქალაქიდან, რიგ შემთხვევებში კი ბენეფიციარის ოჯახი საკმაო დაშორებით ცხოვრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილიდან, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობა. კერძოდ, ბავშვების, რომლებიც ჩართული არიან ადრეული განვითარებისა და დღის ცენტრის მომსახურების პროგრამებში, დაფინანსება განხორციელდეს ჩატარებული ვიზიტების (არაუმეტეს – 8) რაოდენობით. თითო ვიზიტი არაუმეტეს 7 ლარისა. ხოლო, იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან სხვა რეგიონში, ტრანსპორტირების ხარჯი განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 100 ლარისა. ბიუჯეტი განისაზღვრება ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 70 ბენეფიციარისთვის, წლის განმავლობაში 60240 ლარის ოდენობით.“. 3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქვეპროგრამიდან დაფინანსდება შინმოვლის პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები, რომელსაც ემსახურება ორგანიზაცია „კარიტასი''. პროგრამაში ჩართულია ბენეფიციარები, რომელთაც ბინაზე მისვლით ემსახურებიან ორგანიზაცია „კარიტასის“ წარმომადგენლები. პროგრამის ფარგლებში ხდება მათი უზრუნველყოფა სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და ბინაზე მოვლის მომსახურებით.“. 4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დახმარება გაიცემა წლის განმავლობაში ერთჯერადად ან ყოველთვიურად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა), ინდივიდუალურად, ბავშვის საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის მომსახურების განყოფილების მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფის/კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განისაზღვრება. ბენეფიციარს თანხა დაერიცხება საკუთარ ანგარიშზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები