„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 168
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/05/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.024001
168
01/05/2023
ვებგვერდი, 03/05/2023
040030000.10.003.024001
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №168

2023 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 15 აგვისტოს №421 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2018, 040030000.10.003.020737) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „სსიპ – საპენსიო სააგენტოს დებულებაში“:

1. მე-2 მუხლისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რისკების მართვა – სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოების კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სააგენტოში რისკის მართვა;

ბ) რისკის მმართველობის ჩარჩო − დებულების 181 მუხლით განსაზღვრული ჩარჩო, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, სააგენტოს დირექტორი, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი და რისკის მთავარი ოფიცერი იღებენ გადაწყვეტილებებს სააგენტოს რისკის სტრატეგიაზე. აღნიშნული მოიცავს რისკის აპეტიტისა და რისკის ლიმიტების ჩამოყალიბებასა და მათთან შესაბამისობის მონიტორინგს, ასევე რისკების იდენტიფიცირების, გაზომვისა და აღმოფხვრის პროცესებს;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს „დ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ და „დ3“ ქვეპუნქტები:

„დ2) საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის მეშვეობით;

3) შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მეშვეობით;“;

) მე-2 პუნქტისქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„ბ1) საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური;“.

3. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დირექტორის აპარატი ან დირექტორი (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს სამდივნოს/მდივნის ფუნქციებს. მდივანი უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მომზადებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით და სააგენტოს დირექტორთან, უფროს საინვესტიციო ოფიცერთან, საინვესტიციო რისკის უფროს ოფიცერსა და რისკის მთავარ ოფიცერთან კონსულტაციების საფუძველზე. მდივანი ადგენს სხდომის ოქმებს და წარუდგენს წევრებს ხელმოსაწერად, ასევე ახდენს ოქმების შენახვას ან/და შემდგომში შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის მისი ასლების გადაცემას.“.

4. მე-7 მუხლის:

) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ითანხმებს სააგენტოს დირექტორის ნორმატიულ აქტებს, გარდა საინვესტიციო საბჭოს, უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო სამსახურის, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული ნორმატიული აქტებისა;“;

) „ „“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ზედამხედველობს არასაინვესტიციო რისკების მართვის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს სააგენტოს დირექტორი, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით და არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს რისკის მთავარი ოფიცერი, რისკების კონტროლის დეპარტამენტის მეშვეობით;

მ) ითანხმებს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას;

ნ) ზედამხედველობს სააგენტოს საქმიანობის შესაბამისობას საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკით განსაზღვრულ არასაინვესტიციო რისკების აპეტიტსა და შესაბამისი რისკის ლიმიტებთან;

ო) ზედამხედველობს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობას.“.

5. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ამტკიცებს:

ი.ა)    სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილ საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ აქტებს;

ი.ბ) სააგენტოს საშტატო ნუსხას, სააგენტოს ბიუჯეტსა და სააგენტოს შინაგანაწესს;

ი.გ) სააგენტოს ეთიკის კოდექსს;

ი.დ) კანონით განსაზღვრულ ნორმატიულ აქტებს (გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა);

ი.ე) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას;

ი.ვ) რისკების კონტროლის დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის სამსახურის წესდებებს;“;

) „ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) ამტკიცებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების წესდებებს, რომელთაგან სამეთვალყურეო საბჭოსთან წინასწარ შეთანხმებას საჭიროებს რისკების კონტროლის დეპარტამენტის, შიდა აუდიტის სამსახურის წესდებები, ხოლო საინვესტიციო საბჭოსთან − საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის წესდებები;“.

6. მე-12 მუხლის:

) „1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე1) განსაზღვრავს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონოტორინგის სამსახურის ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას და წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, სააგენტოს ერთიან ორგანიზაციულ სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;“;

) „“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ზედამხედველობს საინვესტიციო რისკების მართვის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით და საინვესტიციო რისკის კონტროლის ფუნქციას, რომელსაც ახორციელებს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით.“.

7. 121 მუხლის:

) პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საინვესტიციო საბჭო სისტემატურად მიმოიხილავს რისკის მთავარი ოფიცრის მიერ მომზადებულ საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის ანგარიშებს. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები და რისკების ანგარიშები არ არის სავალდებულოდ შესასრულებელი საინვესტიციო საბჭოსთვის, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურისთვის ან საინვესტიციო სამსახურისთვის.“;

) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, უზრუნველყოს ამ დებულების 131 მუხლით გათვალისწინებული საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის შექმნა, რომელიც უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.“.

8. მე-13 მუხლის:

მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება, არ დაეთანხმოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას, მხოლოდ დასაბუთებული უარის თქმით.“;

) მე-7 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საინვესტიციო რისკის უფროს ოფიცერს მიაწვდის ინფორმაციას საინვესტიციო გადაწყვეტილებების შესახებ, ამ დებულებით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით.“;

) 71 პუნქტდაემატოს შემდეგი შინაარსისქვეპუნქტი:

„გ) საინვესტიციო რისკების მართვაზე.“.

9.  მე-13 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი:

მუხლი 131. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური

1. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და თანამდებობაზე დასანიშნად სააგენტოს დირექტორს წარუდგენს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის კანდიდატურას.

2. საინვესტიციო რისკის უფროს ოფიცრად შესაძლებელია, დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საინვესტიციო რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება, დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.

3. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით.

4. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

5. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი:

ა) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტსა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობას;

ბ) ინფორმირებულია და მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პროცესებს, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით და ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებლის შესახებ აცნობებს საინვესტიციო საბჭოს. ამასთანავე, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, დაბლოკოს ან შეაფერხოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გადაწყვეტილებები და მის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის;

გ) ზედამხედველობას უწევს, თუ რამდენად ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანი განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარული გადასინჯვა საინვესტიციო სამსახურის მიერ;

დ) უფლებამოსილია, წვდომა ჰქონდეს სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად;

ე) საინვესტიციო საბჭოსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის ანგარიშს.

6. საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის ამოცანები და ფუნქცია-მოვალეობები დეტალურად განისაზღვრება სამსახურის წესდებითა და სამსახურის თანამშრომლისათვის დამტკიცებული სამუშაოს აღწერილობით.

7. საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას, საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი.

8. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია ფონდებისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას სააგენტოს სახელით განხორციელებული  იმ გარიგების შესახებ, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.

9. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი საინვესტიციო რისკის მონიტორინგის ანგარიშს უგზავნის სააგენტოს დირექტორს.

10. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან იქნეს გათავისუფლებული საინვესტიციო საბჭოს მიერ სააგენტოს დირექტორისათვის მიმართვის საფუძველზე. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი თანამდებობიდან შესაძლოა გათავისუფლდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომლითაც თანამდებობის დატოვების თარიღამდე არანაკლებ 1 თვით ადრე მიმართავს საინვესტიციო საბჭოს;

ბ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში;

გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

დ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ან არასათანადოდ შესრულებისთვის;

ზ) გარდაცვალების შემთხვევაში;

თ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

11. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის გათავისუფლების შემთხვევაში, ახალი საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის დანიშვნამდე, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია, საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს დააკისროს საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის მოვალეობის დროებით შესრულება.

12. საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცერი უფლებამოსილია, მისი არყოფნის შემთხვევაში, მისი მოვალეობების შესრულება დაავალოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს.“.

10. 173 მუხლის:

პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. რისკის მთავარი ოფიცერი:

ა) ახორციელებს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკების კონტროლს და აღნიშნული ფუნქციის შესრულებისათვის:

ა.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და სააგენტოს დირექტორთან შეთანხმებით, ზედამხედველობას უწევს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკის კონტროლის ფუნქციის განვითარებასა და ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნული მოიცავს არასაინვესტიციო რისკის კონტროლის სისტემების, პროცესების, რაოდენობრივი მოდელებისა და ანგარიშგების მუდმივ გაძლიერებას, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკის კონტროლის შესაძლებლობების სათანადო მდგრადობა და ეფექტიანობა, რაც საჭიროა რისკის ამღები საქმიანობების სრულად მხარდასაჭერად;

ა.ბ) უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა სამეთვალყურეო საბჭოსთან, სააგენტოს დირექტორის მონაწილეობის გარეშე;

ა.გ) უფლებამოსილია, წვდომა ჰქონდეს სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც საჭიროა მის მიერ არასაინვესტიციო რისკის კონტროლთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად;

ა.დ) შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის სამეთვალყურეო საბჭოსთვის;

ა.ე) რეგულარულ ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საოპერაციო საქმიანობის შესაბამისობას, მათ შორის, საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკასთან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო საბჭოს მიერ არ იქნება გამოყენებული ამ დებულების 121 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება და არ იქნება შექმნილი ამავე დებულების 131 მუხლით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური, ახორციელებს სააგენტოს საინვესტიციო რისკების კონტროლს და აღნიშნული ფუნქციის შესრულებისათვის:

ბ.ა) ზედამხედველობას უწევს სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობას, საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით განსაზღვრულ გაზომვის მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით;

ბ.ბ) ინფორმირებულია და მონიტორინგს უწევს საინვესტიციო პროცესებს, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით. რისკის ანგარიშში ასახული ნებისმიერი საგანგაშო მაჩვენებელი რისკის მთავარმა ოფიცერმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საინვესტიციო საბჭოს. ამასთანავე, რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, დაბლოკოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის გადაწყვეტილებები და მის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისათვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის;

ბ.გ) ახორციელებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესის მონიტორინგს და, საჭიროებისამებრ, აღნიშნულის შესახებ აცნობებს საინვესტიციო საბჭოს. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ წარდგენილი რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის უფროსი საინვესტიციო ოფიცრისთვის ან საინვესტიციო საბჭოსთვის;

ბ.დ) ზედამხედველობას უწევს, თუ რამდენად ხდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, მეთოდოლოგიებისა და პროცედურების ეფექტიანი განხორციელება და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული პროცედურების რეგულარული გადასინჯვა საინვესტიციო სამსახურის მიერ;

ბ.ე) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ;

გ) ზედამხედველობას უწევს და ამოწმებს (სულ მცირე, წელიწადში ერთხელ) სააგენტოს დირექტორის შიდა კონტროლის სისტემების ეფექტიან ფუნქციონირებას;

დ) არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან მიმართებით რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, იმგვარად, რომ სამეთვალყურეო საბჭოს მიეცეს სააგენტოს წინაშე არსებული არასაინვესტიციო რისკების ეფექტიანი ანალიზის შესაძლებლობა. სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშები გარკვევით უნდა აყალიბებდეს სააგენტოს არასაინვესტიციო რისკის პროფილს, ამასთან, ანგარიშები ასევე უნდა წარედგინოს სააგენტოს დირექტორს. არასაინვესტიციო რისკებთან დაკავშირებით ანგარიშები წარედგინება საინვესტიციო საბჭოსაც, საინვესტიციო საქმიანობაზე ზეგავლენის მქონე ყველა საოპერაციო რისკის გასათვალისწინებლად;

ე) იმ შემთხვევაში, თუ რისკის მთავარი ოფიცერი ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასეთ ფუნქციებთან მიმართებით ის ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე. საინვესტიციო საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიშები ასევე უნდა წარედგინოს უფროს საინვესტიციო ოფიცერს, სააგენტოს დირექტორსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც ახორციელებს რისკის მთავარი ოფიცრის საქმიანობის ზედამხედველობას საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის ნაწილში;

ვ) საინვესტიციო საბჭოსთან კონსულტაციით შეიმუშავებს და სამეთვალყურეო საბჭოს შესათანხმებლად წარუდგენს საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას. რისკის მთავარი ოფიცრის რეკომენდაციები სავალდებულო ხასიათის არ არის სამეთვალყურეო საბჭოსთვის. საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკის პირველი რედაქცია შესაძლოა, სრულად არ ფარავდეს ყველა იმ საკითხს, პოლიტიკასა და ჩარჩოს, რაც განსაზღვრულია დებულების მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით;

ზ) შეიმუშავებს სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს დირექტორს, განახორციელებს ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შესრულების მონიტორინგს;

თ) რისკის მთავარი ოფიცერი აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან, ღია საფონდო ინსტრუმენტისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს ინფორმაციას სააგენტოს სახელით განხორციელებული იმ გარიგებების შესახებ, რომლებსაც შესაძლოა, გავლენა ჰქონდეს არასაინვესტიციო რისკებზე და რომლებიც საჭიროა არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.

2. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია, მოითხოვოს შეხვედრა საინვესტიციო საბჭოსთან უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო რისკის უფროსი ოფიცრის ან სააგენტოს დირექტორის მონაწილეობის გარეშე, არასაინვესტიციო რისკის კონტროლის მიზნით.“;

) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. რისკის მთავარმა ოფიცერმა უნდა შეიმუშაოს და სააგენტოს დირექტორს წარუდგინოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის ორგანიზაციული სტრუქტურა.“.

11. 181 მუხლის:

) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 181. რისკების მმართველობის ჩარჩო“;

) პირველი პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) დაცვის პირველი ხაზი გულისხმობს რისკების ამღებთა ხაზს – სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული ახორციელებს, პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია მათი საქმიანობის თანმდევი რისკების მართვაზე. მათ ასევე ეკისრებათ პასუხისმგებლობა, შეინარჩუნონ ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმები და განახორციელონ რისკის მართვის მიმდინარე/უწყვეტი/ყოველდღიური პროცედურები;

ბ) დაცვის მეორე ხაზი მოიცავს რისკის საზედამხედველო ხაზს – სააგენტოს რისკის კონტროლის ფუნქცია, რომელიც დამოუკიდებელია რისკების ამღები სტრუქტურული ერთეულებისგან, წარმოადგენს დაცვის მეორე ხაზს. რისკის კონტროლის ფუნქცია ზედამხედველობს რისკის ამღებ სტრუქტურულ ერთეულებს და ამოწმებს მათი ქმედებების შესაბამისობას საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით) მიერ დამტკიცებულ სათანადო რისკის აპეტიტსა და რისკის ლიმიტებთან;“;

) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოს რისკის აპეტიტი დგინდება ორგანიზაციის რისკის ამტანუნარიანობასთან შედარებით დაბალ დონეზე, იმისათვის, რომ გარკვეული ტიპის დამცავი ზონა არსებობდეს რისკის ამტანუნარიანობისა და რისკის აპეტიტს შორის. ორგანიზაციის მთლიანი რისკის პროფილის გაზომვა, მონიტორინგი და მართვა უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ სააგენტოს მთლიანი რისკი არ აღემატებოდეს წინასწარ დადგენილ რისკის ლიმიტებს. რისკის ლიმიტები რისკს ზღუდავს დამტკიცებული რისკის აპეტიტის ფარგლებში. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკით განსაზღვრული რისკის ლიმიტების დარღვევის შესახებ ინფორმაცია უშუალოდ ეცნობება საინვესტიციო საბჭოსა (საინვესტიციო რისკებთან მიმართებით) და სამეთვალყურეო საბჭოს (არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით). აღნიშნული ინფორმაცია, როგორც საინვესტიციო, ისე არასაინვესტიციო რისკებთან მიმართებით, ასევე ეგზავნება სააგენტოს დირექტორს.

4. სააგენტოს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკის აპეტიტი განისაზღვრება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტითა და საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი