დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 03/05/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.117.016005 |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №27 2023 წლის 24 აპრილი ქ. ამბროლაური |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების არაბული ციფრებით სახელდების შესახებ
|
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 62-ე მუხლის პირველი პუნქტის, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-7-მე-8 პუნქტებისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-15-მე-17 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1. განხორციელდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება არაბული ციფრების გამოყენებით დანართი №1-ით განსაზღვრული გეოგრაფიული ობიექტების შესაბამისად და №2-ის სახით მოცემული სიტუაციური რუკების შესაბამისად. 2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს; 3. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე და ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. განკარგულება გაეგზავნოს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას და საჯაროდ გამოქვეყნდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე „www.ambrolauri.gov.ge“. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში (ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა №13).
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე: დავით ხუციშვილი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები