დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 389 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 28/04/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2023 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.157.016493 |
|
„2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 დეკემბრის №372 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30.12.2021, სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016476) დამტკიცებულ დანართში:
1. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ფულადი სოციალური დახმარების სახეები 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია: ა) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება; ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება; გ) დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით; დ) უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა. ე) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება; ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება; ზ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება; თ) ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკის) პირთა ფულადი დახმარება; ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქობე ბავშვთა დახმარება; კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება; ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება; მ) ოჯახის სოციალური დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში; ნ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება; ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება(არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში); პ) ძალადობის მსხვერპლთა, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით დახმარებები და უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანაჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხდება“. 2. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები: ა) სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების და პალიატიური მომსახურების დაფინანსება. ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა; გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა; დ) აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსება. ე) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემთხვევაში რეაბილტაციის თანადაფინანსება.“. 3. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. ოჯახების სოციალური დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევათ იმ ოჯახებს, რომლებსაც შეეძინათ მეოთხე და მომდევნო შვილი და რომლებიც ვერ მიიღებენ ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დახმარებას, ასევე მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის არმქონე მშობლებს ბავშვის შეძენისას. 2. დახმარება გაიცემა 2023 წელს დაბადებულ ბავშვებზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით. 3.დახმარების გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე მშობლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია. 4. დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) ორივე მშობლის სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან.“. 4. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება 1. დახმარება გაიცემა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირებზე და მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებზე (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით – 822). დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; 2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; დ) განმცხადებლის, ან ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი; ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან; ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ. 3. განმცხადებელი შეიძლება იყოს მშობელი, მეუღლე, შვილი, და/ძმა, ან მხარდამჭერი პირი“. 5. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა 1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, რეინტეგრირებულ ბავშვთა ოჯახებს და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლებმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი. 2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით; 3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა – მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა; გ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულმა ახალგაზრდამ – შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახლმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლა(სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით). დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“. 6. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21. პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი წინამდებარე პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.“. 7. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 22. სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების, პალიატიური და სარეაბილტაციო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება 1. პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქის სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წლიური ლიმიტი განისაზღვროს არაუმეტეს 3000 ლარის ოდენობით: ა) სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება მზღვევლის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, არაუმეტეს 70%-ით, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად; ბ) სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება; გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის 100%-ით, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის - 80%ით. დ) მშობიარეთა თანადაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ე) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა; ვ) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილტაციის თანადაფინანსება განისაზღვროს მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად. 2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა № IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე. ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე. დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდეს პირდაპირი ჩარიცხვის წესით, არაუმეტეს 500 ლარისა, პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა №IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე. 3. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს: ა) განმცხადებლის/ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV–100/ა) გ) ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია); დ) ინფორმაცია მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობის შესახებ, ან ოფიციალური დოკუმენტი უარის თაობაზე.“. 8. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 23-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა 1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) რიცხულ მოქალაქეებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე და საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებზე, ან/და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებულ პირებზე გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა. 2. ძვირადღირებული (არანაკლებ 200-ლარიანი) არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება, სოციალური სტატუსის მიუხედავად. 3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV – 100/ა); გ) შესაბამის სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა; დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; ე) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 4. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში – გაიცემა საგარანტიო წერილი. ამ შემთხვევაში საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვე.“. 9. „2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, როდესაც პაციენტის მიერ გადასახდელი/თანაგადასახდელი თანხა აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს, მიუხედავად მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობისა, ასევე შშმ პირებისათვის, 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ვეტერანებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, ძალადობის მსხვერპლთათვის, მარტოხელა მშობლისთვის, უსახლკაროს სტატუსის მატარებელი პირებისთვის, სოციალურად დაუცველი (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) პირებისთვის, მრავალშვილიანი მშობლებისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული აუცილებლობისას დახმარება გაიცემა შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, კომისიის სარეკომენდაციო დასკვნის გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის – საგარანტიო წერილის/ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, წინამდებარე პროგრამის სხვა მუხლებით სარგებლობის მიუხედავად. თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა განიხილება მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები