,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016496
15
01/05/2023
ვებგვერდი, 02/05/2023
010250050.35.128.016496
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2023 წლის 1 მაისი

დაბა ხარაგაული

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში – ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“  – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს    2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში  (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016162).

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების   მე-11 მუხლის  მე-4  პუნქტი    ჩამოყალიბდეს   ახალი  რედაქციით:

,,4.  ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ძირითადი  ფუნქციებია:

 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობა, არქიტექტურულ-სამშენებლო        სამართალდარღვევათა პრევენცია და აღკვეთა, მშენებლობის ნებართვის თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადების უზრუნველყოფა, უკანონო მშენებლობის ან სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობის შეჩერების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება და მისი შესრულების  კონტროლი. ასევე,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; “.

მუხლი 2
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება  გავრცელდეს  2023 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე