„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 28/04/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 02/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.104.016519
17
28/04/2023
ვებგვერდი, 02/05/2023
010260020.35.104.016519
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
 
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2023 წლის 28 აპრილი

ქ. წალენჯიხა

„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორცილების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს  ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 23 იანვარის №1 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 25/01/2023 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.104.016503) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. მოქალაქეთა ერთჯერადი ფულადი დახმარება

1. პროგრამა გათვლილია მოქალაქეებზე, რომლებიც ვერ ფინანსდებიან სხვა ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამებით და აქვთ მძიმე ყოფითი პრობლემები, რომლებიც დადასტურებულია ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამავე ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატის შუამდგომლობით. პროგრამა ითვალისწინებს წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარების გაცემას 100-დან 200 ლარამდე ოდენობით ადმინისტრაციული ერთეულებისათვის მუნიციპალიტეტის მერის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით დადგენილი თვიური ლიმიტის ფარგლებში.

2. შესაბამის დოკუმენტაციას ყოველთვიურად მერის წარმომადგენლები განსახილველად წარადგენენ მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების მართვისა და ადმინისტრირების სოციალურ კომისიაზე“  (შემდგომში „სოციალური კომისია“).

3. იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მიერ ბენეფიციარზე გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობა არ არის შესაბამისი, ის დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს მუნიციპალიტეტის მერს ბენეფიციარისთვის  ფულადი დახმარების თაობაზე. მერი ინდივიდუალურად განსაზღვრავს  ბენეფიციარზე ფულადი დახმარების ოდენობას 200-დან 1000-ლარამდე ფარგლებში. (აღნიშნული მიმართულებით თანხების წლიური ოდენობა განისაზღვრება პროგრამის ბიუჯეტის 15%-ის ფარგლებში).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში განსაზღვრული მერის წარმომადგენლის დასაბუთებულ შუამდგომლობასა და შესაბამის დოკუმენტაციას განიხილავს მერიის კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახური და მიმართავს მერს შუამდგომლობით,  დაფინანსების თაობაზე.

5. გასაცემი თანხის ოდენობას და დახმარების გაწევაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი „სოციალური კომისია“, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა.

 6. დაფინანსება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკორნელი სალია