,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები თიღვის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2023
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.145.016204
5
01/05/2023
ვებგვერდი, 02/05/2023
010250000.35.145.016204
,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის N12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თიღვის მუნიციპალიტეტი
 

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2023 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,თიღვის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 19 დეკემბრის №12 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/12/2022; 010250000.35.145.016197) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის ფარგლებში დაფინანსებას მიიღებენ ასევე პირები, რომლებსაც აქვთ მარტოხელა მშობლის (დედის ან მამის) სტატუსი, არა აქვთ დევნილის სტატუსი, მაგრამ ჰყავთ თიღვის მუნიციპალიტეტიდან დევნილის სტატუსის მქონე შვილი ან შვილები“.

ბ) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

მუხლი 91. ფულადი დახმარება პროდუქტის სანაცვლოდ

1. თიღვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ დევნილ ოჯახებს, რომლებიც არ ცხოვრობენ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში ერთჯერადად ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ სოციალური პროგრამის ფარგლებში, სასურსათო პაკეტის ნაცვლად ფულადი დახმარება, 130 ლარის ოდენობით.

2. ფულადი დახმარების მისაღებად დევნილმა ოჯახებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;

ე) საბანკო ანგარიში.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ   პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიღვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერევაზ ჭავჭავაძე