„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ქურთას მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/05/2023
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/05/2023
სარეგისტრაციო კოდი 001026020.35.146.016226
8
01/05/2023
ვებგვერდი, 03/05/2023
001026020.35.146.016226
„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქურთას მუნიციპალიტეტი
 

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2023 წლის 1 მაისი

ქ. თბილისი

 

„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 11 აგვისტოს დადგენილებით (www.matsne.gov.ge, სსმ, 15, 24/08/2010, 001026020.35.146.000399) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. გამგეობის ადგილსამყოფელი

 გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, როსტევანის ქუჩა №57“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.  

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქურთას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით თუთარაშვილი